Aug 31, 2008

სამყაროს რაობის განხილვა

დღეს, როგორც ყოველთვის, არაფერი საქმე არ მქონდა და დავიწყე სამყაროს რაობის განხილვა (როგორც ყოველთვის :D) და აი რა დავასკვენი - მე რომ სამყარო ვყოფილიყავი თავს პოლის ჯოხით მოვიდღნავდი.

 

:yes:

Aug 28, 2008

სიახლეები!

კიდევ ორი სიახლე შევმატე ჩემს ბლოღს.
ტაჩნეე სამი:

ჰედერი - ეს იდეაში არ მქონია, მაგრამ ჩემი აბაზანის ეს სურათი რო ვიპოვე ეგრევე დავამონტაჟე და ამოვკიდე. მგონი უხდება,ხო?
კომპოტომორალსკი ბარი - ეს დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი კომპოტსკი სურათებით გამეკეთებინა თუ ტექსტით. გამომდინარე იქინედან რომ სურათი უნდა დამეპატარავებინა, უმეტესობა არ გამოჩდებოდა და ტექსტად გამოვკიდე. ეს "დღის" პირობითად წერია, ისე შეიძლება კვირის, თვის ან სეზონის გამოდგეს, გააჩნია დამეზარება თუ არა განახლება.
ტექსტი ქვემოთ - მქრალად დავწერე ჩემი გულისნადები :user:

კიდე ვაპირებ ჩახვეული სიმღერის ბარის გაკეთებას, ოღონდ ისე არა, რომ შემოხვალ და ეგრევე რო ჩაირთოს..

და თქვენ კიდე დააკომენტეთ რა! ვაა..

Aug 27, 2008

Poll

მოკლედ დღეს დავამატე პოლი, რომელიც გეკითხებათ გინდათ თუ არა ბათურას ამბების მოსმენა. სანამ პასუხს გასცემთ ნახეთ ბათურას კატეგორია თუ შეილება. პოლი გაიხსნა, პირველი მე მივეცი ხმა (მეორეს).
დავაი ჰა!

ვინც ვერ გაიგო რა არის აღწერილი ბათურას ამბებში მინდა ვუთხრა რომ ბათურას ყოველთვის აბსურდული და უცნაური ამბები ხვდება ხოლმე, რომელიც ყოველთვის მორალს შეიცავს და იშვიათად დასრულებულ აზრს.

Replay:

Sweety-ს დაწერილ სტატიას ვკითხულობდი ვიკიპედიაზე , ბლოგიო რა არისო ხოდა ძაან ცუდი და უცნაური შეგრძნება დამეუფლა ჯერ უსასრულო სურვილი რომ რაღაცა გამეკეთებინა და შემდეგ მომენტალური თვითშეფასება რომ ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ და ძაან მეოცნებე/ამბიციური ვარ. საბოლოო ჯამში გული ისე ცუდად გამიხდა თეთრი წამალი როა კაი გემოთი ის დავლიე..

Replay:

არ მეპარება თვალთახედვიდან მე განდიდება მწველი,
ვითომ მე რა ვარ?..
არც არაფერი.
ისევ დაიწყო უსურვებელი გრძნობების რთველი,
ვეპატიჟები?..
არადა ველი.
დაავადებად მომეფინა უსაზღვრო ველი,
ჩემი გრძნობების მტერი, უძინებელი..
არაფრის კეთება შემომეხვია ვითარცა გველი,
მგონია მინდა რომ შევქმნა მე ყველაფერი,
აზროვნებაში უხორცოდ დაძრწის ფიქრი ლამაზი,
სურს რომ იპოვოს სხეული მისივე ფერის.
ტკივილით ხედავს წყარო თეთრი, ანკარა წყლისა,
მთით დაშვებული ბარში ვერ ხედავს ის თავის მიზანს.

Aug 26, 2008

საინტერესო და მეტალსკი ყველას არ მოსწონს| ბათთურა

ერთხელ ბათურა იჯდა და ძალიან საინტერესო და მეტალსკი (იმ გაგებით რომ პაპსა არა, ანუ ყველას არ მოეწონებოდა) ვეშს თლიდა. გამოთალა და ძალიან მოეწონა, მაგრამ ყველას არ მოსწონდა. აიღო ეს ვეში და გადააგდო, თან სიტყვა მოაყოლა:- ცუდია როცა პუბლიკა არ იღებს ხელოვანისგან სიახლეს, ცხოვრებაში მთავარი კომერცია ყოფილა, ხალხს თუ ოლები არ გაუგზავნე და ტვინი არ მოტყანი ისე არავის აინტერესებს შენი არაფერი, სასწაულები არ ხდებაო.
გაიარა ბავშვმა სამბორბლიანი ველოსაპეტით და გაიფიქრა "ვააა" ო.

I Want to be a popstar!

ვაიიმემეეეეე ამაყეენეეეთ ჰააა მაგარიააა ქუუულლ :D:D:D





James In War - Popstar.



დურგალ ბათთურას გასაოცარი ამბები.

ერთხელ ბათურამ ხელები მაღლა აიშვირა და თქვა:

დამა გაჭრა ტუზმა
ღმერთმა მომცეს მუზა - ო.

გაიგო ეს ყველაფერი მისმა ხის მორმა და უჭედელ ქვად გადაიქცა.

მორალი: მუზას არ უნდა ველოდოთ, მუზა კარტის თამაშში არ მოდის.

დურგალ ბათთურას გასაოცარი ამბები.

Soon on blog?

იდეა დამუშავების პროცესშია.

Aug 21, 2008

ზღაპრის წერის თურთურიალი

გთავაზობთ ზღაპრის წერის თურთურიალს:

ეხ, არ იცით როგორ დაწეროთ საინტერესო ზღაპარი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წინადადების ბანალური და ორდინალური დაწყება განაპირობებს მკითხველის ინტერესს წინადადების დანარჩენი ნაწილებისადმი, მიუხედავად ეს წინადადება მართალია თუ არა,ასევე უნდა ითქვას რომ ეს სულაც არ დაუდგენიათ მეცნიერებს მაგრამ ეს წინადადება მაინც საინტერესოდ აეწყო, რაც ამ წინადადების არსს ასაბუთებს. მაშ ასე, დავიწყოთ ზრაპრის წერა პირველი რჩევის გათვალისწინებით - დავიწყოთ იგი "იყო და არა იყო რა" - თი:

იყო და არა იყო რა.

ჩავრთოთ კრეაციონიზმი რადგან ჩვენი ქვეყანა ევოლუციონისტურ ნართვებს ბავშვების ფსიქიკაში არ დაუშვებს:

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?

უკვე ორი ეტაპი გადავლახეთ, ახლა კი ის უნდა მოვიგონოთ თუ რა იყო და არა იყო რა. ცხოველებზე და ტყეში უპატრონოდ დარჩენილი ტემპერამენტიანი გოგოების შესახებ ყველას ყველაფერი მობეზრებული გვაქვს, მაგრამ არის ალტერნატივა - ამოვირჩიოთ რამე ავეჯი:

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ავეჯი.

უფრო კონკრეტულად:

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?

იყო ერთი კარადა.ახლა დავამატოთ უბრალო ეპითეტი, რომელიც მიესადაგება კარადას. მაშ ასე, იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი მუნჯი კარადა. არა კარგად არ ჟღერს... რაღაც აკლია, განა ყველა კარადა მუნჯი არ არის? ერტი პატარა ცვლილება გვინდა.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ფუნჯი კარადა.

To be continued.end of lesson 1

დღლუფ დღლუფ ....

ცუღლუტი დათვი იპარავს სტაფილოს
რომ იმ მიწაზე სარეცხი გაფინოს,
მთელმა მსოფლიომ რომც გააფრინოს,
დღლუფ დღლუფ დღლუფ დღლუფ ....




ყველა აბსურდში არის სიმართლე ტავარიში მაიი..

Aug 16, 2008

ყელში მოწოლილი

ნელნელა გამოვდივარ ამ შთაბეჭდილებებიდან და აზრზე მოვდივარ, ახლა უკვე შემიძლია გადმოვცე ალბათ ჩემი ნააგვისტარი.
ჩვენს, ყველას თვალწინ ჩაიარა იმ დრომ როდესაც ოცდაოთხი საათი ტელევიზორს ვიყავით მიშტერებული და ინფორმაციაზე ვიყავით დამოკიდებული. რას ვიღებდით? ვხედავდით როგორ გამოდიოდა რკინის იაკობაშვილი და უემოციო და შეუდრეკელი სახით გვამცნობებდა რომ დაღუპულია ამდენი, დავკარგეთ ამდენი პოზიცია და ხაზს უსვამს რომ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ვხედავთ იმ მსოფლიო საბჭოებს და თანასაძმაკაცოებს რომლებიც დიდი აღშფოთებით გმობენ რუსეთის აგრესიას და უჭერენ მხარს ჩვენს სუვერენიტეტს და კიდევ ათასი სირობა. აი მე ვსვავ კითხვას - შედეგი?! შედეგი ისაა რომ ახლა გორი და ცხინვალი მიწასთანაა გასწორებული. რუსები დადღლოფინენ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ უმოქმედობა გვკლავს. იქედან უნიტაზები გააქვთ, იქედან ახლებს გვიგზავნიან. მერე ისევ გააქვთ და ასე ამდიდრებს რუსეთს ამერიკა..
იქეთ გულისამაჩუყებელი მიტინგები ტარდება, წიპა აი ჩვენ რა მშვიდობიანები ვართ და ბომბებს გვესვრიან. მართლა ვერ გამიგია, რაში სჭირდებათ იმ ბლანძინკა ბოზისგაგდებულ რუსებს კბილის ჩოთქებს და სარეცხ პარაშოკებს რომ იპარავენ. მართალია, აგერ ეხლაც აჩვენეს ტელევიზორში რუსი რო ამბობს ბომჟები ვართო. ბომჟი კი არა ადამიანი რომაა იმაზეც მადლობა უნდა თქვა, მტრის ნაქონ ბატინკებს რო ჩაიცმევ და გახარებული ვიდეოზე გადაიღებ. ესეთ ხანიგებს როგორ უნდა დავუთმოთ ქვეყანა? არასდროს არ მომივიდოდა თავში რომ ჩემი ქვეყნის სიყვარული იქნებოდა ჩემში მაგრამ როცა ხედავ რო ტყეებსაც გიწვავენ, ხალხს გიტიტვლებენ და გიწამებენ, ყველა სკეპტიკოსი და ჰიბერთანამედროვე პოხუისტ-ათეისტიც ყელში მოწოლილი "თქვენი დედა მოვტყან" - ით უნდა იწითლებდეს თვალებს და პუტინის დედასთან ღამეს უნდა ნატრულობდეს. ასეც უნდა იყოს და ალბათ ასეც არის. ყველა დეზერტირ და გადამალულ ბიჭს საკუთარი გული უნდა აწუხებდეს რომ რუსებს ტვინში ტყვიას არ აჭედებს. და ყველაზე მეტად ვის ეშინია იცით? ამოჭენებული აზრები რომ აქვს წიპა ჩვენ დიდი ერი ვართ, დიდსულოვანი, ისტორია გვაქვს ჩვენ იმხელა და ჩვენთან რომ ვეფხისტყაოსანს წერდნენ ყველგან ველურები დარბოდნენო, აი ასეთი პატრიოტები გვყავს საქართველოში. ძიშოვკა და გამოსაჩენი. ძაღლი ბევრს რომ ყეფს არ იკბინებაო ყველამ იცით ალბათ და ზუსტადაც ეგრეა ჩვენი საქმე, ვინც თავს პატრიოტად ასაღებს ისაა ზუსტად მშიშარა. არ ვიცი რა ვთქვა, სიამოვნებით გავვარდებოდი მოსკოვში, ერთ ხელში უნიტაზი მეჭირებოდა და მეორეში იაძერნაია ბომბა...

Aug 5, 2008

ამას წინათ სარკეს ვკითხულობდი გადავშალე იმ ფსევდო ანეგდოტებზე და რო არც გამეღიმა მერე გადავედი განცხადებებზე, ყველაზე მეტს ამაზე ვკაიფობ ხოლმე. ვკითხულობთ :
QUOTE
"ვარ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი გოგო, სამეგობროდ გავიცნობ ასევე კარგი სულის პატრონ მამაკაცს, რომელსაც შეეძლება დამაპუროს და გვერდით მიმყოფოს, იყოს ჩემსავით პატიოსანი და გამგებიანი. ვარ მაღალი და კარგი პროპორციების გოგო, ლამაზი კიდურებითა და დიდი ტუჩებით, ქერა თმით . დამირეკეთ ნაკითხმა და მაღალმა ბიჭებმა..."
ვინმეს შეუძლია მითხრას რატომ წერს ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი გოგო რომ სამეგობროდ უნდა მაღალი ბიჭი, თვითონ კი კაი პროპორციებით და დიდი ტუჩებით გამოირჩევა? :შემდეგ..
QUOTE
"ვარ თორმეტი წლის ლამაზი გოგო, დამიმესიჯეთ 13-14 წლის ბიჭებმა
ელე."
ხო აქ უკომენტაროდ, ვაგრძელებთ:
QUOTE
"ვეხმაურები ულამაზეს თეონას 27-ე ნომრიდან, ქერა თმების და სასიამოვნო გარეგნობის პატრონს. ცხვირის ოპერაციას გაგიკეთებ, ნელნელა ამოგიყვან ჭაობიდან!"

რა კარგი ამინდია გარეთ ატყობთ? :rolleyes: შემდეგი ციტატა:
QUOTE
"ეძებ ცხოვრების თანამგზავრს? ლამაზს და მშვენიერს? გაქვს სამუშაო და ბინა? მაშინ მორჩი ოცნებას და დამირეკე! თამარი, 54 წლის[!!!!]"
და კიდევ:
QUOTE
"პატიოსანო და ნაკითხო მანდილსნებო, დამიჯერეთ, თქვენ ასევე ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანი გჭირდებათ და არა სამსახურიანი და ბინიანი...!"

გამარჯვება პატიოსანო და ლამაზო საქართველო..

Aug 4, 2008

გი-ლო-ცავთ!!!



ურაააა :) გილოცაავთ ყველაააააას
გი-ლო-ცავთ
გი-ლო-ცავთ!!!
ყველას, ყველას ყველაას!!!
ახალ შვიდიათას ორას ოცდათვრამეტი მთელი ერთ მეათედ და სამ პერიოდში წეეელსს!!!!
გიი-ლო-ცააავთ
მხიარული მუსიკა ჩართეთ, უნდა ვიცეეკვოოოთ ყველაააამ :) :party:
უუუუ კაია ხალხო ეს ხომ მხოლოდ შვიდიათას ორას ოცდათვრამეტი მთელი ერთ მეათედ და სამ პერიოდ წელში ერთხელ ხდებაა!!!



იმედია არავინ დამასწრო, მოკლედ ყველას გილოცავთ!!! ურაააა :) გილოცაავთ ყველაააააას გი-ლო-ცავთ გი-ლო-ცავთ!!! ყველას, ყველას ყველაას!!! ახალ შვიდიათას ორას ოცდათვრამეტი მთელი ერთ მეათედ და სამ პერიოდში წეეელსს!!!! გიი-ლო- ცააავთ მხიარული მუსიკა ჩართეთ, უნდა ვიცეეკვოოოთ ყველაააამ :) :party: უუუუ კაია ხალხო ეს ხომ მხოლოდ შვიდიათას ორას ოცდათვრამეტი მთელი ერთ მეათედ და სამ პერიოდ წელში ერთხელ ხდებაა!!! იმედია არავინ დამასწრო, მოკლედ ყველას გილოცავთ ახალ, ჩოგნის წელიწადს, ჩოგნებს კაი წელი გელით!!!



პ.ს.

დამერხა

კითხვა, (ოჰ, თაო ჩემო...)

წეღან მეგობარს ვეხვეწებოდი, საკუთარი ბლოგი გახსენი მეთქი. დავათვალიერებინე საქართველოს ბლოგშესანიშნაობები და ვორდპრესის საოცრებები, აღსანიშნავია რომ ბლოგი ადამიანის წარმოჩენას უწყობს ხელს. მე კი ჩემს ბავშვობის ძმაკაცზე მოვინდომე მეტის გაგება. მაინტერესებს მართლა როგორია, ვერ ვხვდები მის პრინციპებს. საინტერესოს ყველაფერს საინტერესო ადამიანები ქმნიან, რაც უფრო მეტად ხარ იდეებით დატვირთული და სიზარმაცეც არ გაწუხებს (ოჰ, თაო ჩემო...) მით ხშირად ანახლებ შენს პირად ინტერნეტ დღიურს. მე კი რაღაცის დაწერის სურვილით შემოვედი აქ ყველაფერი ამის მერე და შევხედე იმ ადგილს სადაც პოსტი უნდა დავწერო, უცებ ნერვები ამიტოკდა და გამოვედი. დავიწყე ძებნა "რამის", ისეთი "რამის" რის შესახებაც დავპოსტავდი. ძიების მერე დავუსვი ჩემს თავს კითხვა : საერთოდ რისთვის გამოიყენება ბლოგი? რა დანიშნულებისაა, უბრალო დომენი ხომ არაა, რითი გამოირჩევა ის სხვა საიტებისგან?

მე როგორც ვხედავ იდეები მაკლდება და ბლოგის განახლებაც ისე-რა ხალისით მიწევს. როდესაც შემოვდივარ და ვხედავ რომ არაფერი დასაწერი არ მაქვს და იმ მომენტისთვის (ეს მომენტი რაგატკის რეზინისავით იწელება) არაფრის შექმნა არ შემიძლია, ჩემი თავი აღარ მომწონს. რას გვიშვება ეს ბლოგი? რაუნდა ჩვენგან..

Aug 3, 2008

პაპა პატრიოტი მყავს, ჩამოვედი

ჩამოვედი და მომესალმეთ! დამხვდით :) ისე დამხვდით როგორც ფრონტიდან დაბრუნებულ მომღიმარ ვაჟკაცს. აქაოდა გამომიშვესო და გამოქცეული რომ აღმოჩნდება :) როგორც რა, მართლა ფრონტიდან გამოვიქეცი. გუშინ და გუშინწინ ღამე სროლები ატყდა, დღე წყალი შეწყვიტეს და ხალხი გაიწვიეს. ცხინვალიდან ქალები და ბავშვები გაიყვანესო, სოფელში ხმა გავარდა. იქაური ბიჭი ყოფილა ჯარში კონტრაქტზე, სახლში დაურეკია მზადყოფნაზე ვართო. პაპა პატრიოტი მყავს, არაო მე აქედან ფეხს არ მოვიცვლიო, სროლებში ისმოდა მისი ხმა. სამ საათში დავითანხმეთ მთელი ამბების მერე, აქედან ზარები, იქედან სოფლის კაცების დარიგება და საბოლოოდ შემოვლითი გზით ჩამოვედი. ჯერ ბებიაჩემის სახლში ვიყავი, იქედან რომ აქ მოვედი გზაში სადღაც ჭას თავსახური ჰქონდა ახდილი, ხოიცით ქართველები მოწოდებით ბიზნესმენები ვართ. ხოდა ერთი საწყალი უგონოდ მთვრალი გამხდარი ბაბუ მოაბოტებდა ამ ხიდზე, უცებ ცალი ფეხით ჩავარდა ორმოში და ადგომა არც უცდია. გავაჩერეთ მანქანა და მივედით.. ვაიი.. ვაიიმე - იძახის საწყალი, - ამომიყვანეთ რა.. ამოვიყვანეთ და გვერდზე გადავსვით მეორეჯერ რომ არ ჩავარდნილიყო. არაფერი არ გამოიძახოთო. ნახევარი საათი იქ იჯდა, ბოლოს ადგა და ჩვენც წამოვედით..
მე მაინც ვცდილობ კარგ ხასიათზე ვიყო, ბევრი რამე მაქვს მოსაყოლი, იმედია არ დამეზარება :)