ხოდა დაგასწარით :ჵ
მარო შენ თუ კიდე ამას კითხულობ, წადი კაცო ჭამე, გაერთე ილაპარაკე :) სულ ჰტმლები და იავასკრიპტები შეილება კაცო?
მომიკითხეთ ყველა, კოკოლა პივას რო იყიდის ჩემი დღეგრძელობის დალიოს. რამე ხო არ დამრჩა შეამოწმეთ.
:მო:
Sep 30, 2008
დაგასწარით სუყველას!
ავტორი: Secrets დრო: 9:35 PM 5 კომენტარი
Sep 29, 2008
Simple good day
დღეს კარგი დღე მქონდა, ესეგი
ნუ დილას სკოლაში ვიყავი, სამი ახალი კლასელი მყავს :) ორი გოგო, ერთი ბიჭი. ბოლოდან გამოგვიშვეს :ბის: ეს უკვე რაღაც სტიმულს იძლევა დღის განმავლობაში, ბოლოდან გამოგიშვეს! მაგარია :ბის:
ნუ, მერე აჩერედნოი შემოჯდომა კომპიუტერზე, მეცადინეობის პოპიტკა და ა.შ. ა.შ..
მერე 6 საათზე ოპერაში წამათრიეს (იმ პირობით დავთანხმდი რომ რაღაც მეორე დღის გაცდენის პირი უჩანდა, სწავლას ვეღარ მოვასწრებდი და :ბის:). ოპერაში ძაან კონსერვატორი ხალხი ჩითავდა, ”ჰუჰ ჰუჰ ჰუჰ ქალბატონო მარიამ, როგორ ოხუნჯობთ” და რამე. დავჯექით და კონცერტიც 10 წუთით გვიან დაიწყო. სიკვტილის რექვიემი დაუკრიათ პირველი, მე ვერ შევამჩნიე. რაღაც ლოჟაში ვიჯექით 4 კაცის დასაჯდომი იყო, მეორე სართულზე. მაგარი რამეა, კარები აქვს და კუპეს პონტშია. გინდა იარე იმ ლოჟაში, რაც გინდა ის ქენი სხვა არავინ არ შემოდის :) მაგარი გამოგონებაა, რაღაც საკუთრობის შეგრძნებას იძლევა. მაგარი შენობაა ისე, ეფექტური და დიდი. ხოოდა ათ წუთში თავი ჩამოვდე მოაჯირზე და კაი ხანი ვუსმენდი ამ პარამ-პარამ მელოდიებს. რაღაც ისეთი ნაწარმოებები არ იყო, კლასიკაში რომ მომისმენია.
ამ დირიჟორს ვერ გავუგე ვერაფერი, რა დროს როგორ იქნევს ხელებს ვერანაირი ლოგიკა ვერ დავინახე. ხალხი შეკვეთილივით ყოველ მეორე ან მესამე კომპოზიციის მერე უკრავდა ტაშს, სხვა შემთხვევაში პონტი არ იყო ვინმეს ხმა ამოეღო.
შემდეგ გამოვიდნენ მომღერლები, მაგრა მღეროდნენ. პროსტა რო დაამთავრებდნენ სიმღერას ცხრაჯერ გადიოდნენ და შემოდიოდნენ - გააკეთებდნენ რევერანსს და გავიდოდნენ. ნუ მოკლედ, ოჩენ სტრანნი რამე იყო ოპერა ჩემთვის.
შემდეგ მაკში ვიყავით მე ჩემი და და დედაჩემი. ძალიან კარგი დღე იყო, ნასიამოვნები დავრჩი :)
ავტორი: Secrets დრო: 10:51 PM 0 კომენტარი
ამოჩემებული.
მაი ქემიქალ რომანს - თინეიჯერს.
ბილ ჰალი - როქ ერაუნდ და ქლაქ
საუკუნის ღადაობა :D ჯუსი პიგს ენდ ქორქი - ამ ზი ონლი გეი ესკიმო
:ლოოოლ:
ავტორი: Secrets დრო: 12:46 AM 2 კომენტარი
Sep 27, 2008
ბუთი-ბუთი-ბუთი
თოილეთფეიფა ფიქჩერზ ფრიზენთს
რეჟისორი:მე
ოპერატორი:ჩემი და :2კისს:
ჟანრი:ჰალე-ჰოპი, ტრაკიკომედია.
ფილმის დასახელება: მომე ბუთი-ბუთი-ბუთი.
იდეის ავტორი და სცენარისტი: მე
როლებში: ფოქსი, მე.
მთავარ როლში: ბურთი.
მოკლე შინაარსი: ყოველდღიური სიცოცხლით დაღლილი ძაღლი მის პატრონს რეზინის ბურთს მიუტანს და თამაშს სთხოვს. სალტოებისა და კოტრიალების საათობით კეთება მისთვის სულაც არაა დამღლელი..
ფორმატი: .გიფ
მომე ბუთი-ბუთი-ბუთი - უყურეთ აქვე.
ტრეილერი
სმაილის პონჩი
ავტორი: Secrets დრო: 12:58 PM 6 კომენტარი
კატეგორია: თოილეთფეიფა ფიქჩერზს
Sep 25, 2008
რუკო - პრელუდია.
არ ყოფილა, და ყოფილა რა, ღვთის უკეთესი იქნებოდა, იყო ერთი რუკო. იგი ზოდიაქოთი რკო იყო და ამით იგი ძალიან ამაყობდა, ისევე როგორც ბაბუამისის დიდი ბებიის ძმა რუკო. რუკოს ბაბუამისის დიდი ბებიის ძმის საპატივცემულოდ დაარქვეს რუკო რადგან ბაბუამისის დიდი ბებიის ძმა ყოფილა ფრანგი თავადი. იგი პირველი პოჟატიე იყო, რომელიც რუსეთიდან საფრანგეთში წასულა. პოჟატიე საფრანგეთში თავადურ გვარად ითვლება. რუკო პაჟატიე დიდი ფრანგი ჟესტი ყოფილა, მას დაუარსებია მისალმების თანასაზოგადოება და ხელთფხანოლოგთა საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრი. მისალმების თანასაზოგადოებაში გამარმჯობელის პოსტი ანატომიამიტინგიცის ეჭირა, რომელიც ერთობ საინტერესო პიროვნება გახლდათ, ერთობ საინტერესო სახელით.
მის თანამშრომლებს ვერ გაეგოთ თუ რატომ დაარქვეს ეს სახელი მას, მათი სახელები ხომ ძირითადად მათ წარმომავლობას და პიროვნებას ასახავდა - მაგალითად ჟარგონ-მეძმაკაცეს ვა ერქვა, გვარად ზდაროვა იყო, მართალია გოგო იყო მაგრამ ბიჭებსაც ძალიან კარგად უგებდა, ისიც რუსეთიდან იყო და რუკომ ამიტომაც დანიშნა.
დაცვის ბიჭს კუნ ერქვა და თი იყო გვარად - კორეიდან ჩამოსულა თურმე ჟესტიაში და აქაური მხოლოდ ორი სიტყვა ცოდნოდა - არშე და გიშვებ. ისეც მისი ბიძის სახელი იყო, ბიძამისი ცნობილი ჟესტიელი დარაჯი იყო, ძალიან ძლიერი აღნაგობის და მტკიცე სიტყვის კაცი. იმანაც მარტო თავისი სახელი იცოდა და იმასაც მაშინ ამბობდა როცა ვინმე მაწანწალა მოვიდოდა კარებთან. და მაინც, ვერავის გაეგო რატომ ერქვა ანატომიამიტინგიცი გამარმჯობელს. ზოგი თვლიდა რომ მისი წინაპრები ანატომიას ასწავლიდნენ, ზოგი თვლიდა რომ მამამისს ტომი ერქვა, ხოლო დედას ანა. ზოგის აზრით ფიზიკოსი წინაპარი ჰყავდა სახელად ატომი. ხალხი ირეოდა, ჭორებს ავრცელებდა.. რას არ გაიგებდი! ზოგს ყბიდან გაუვარდებოდა ხოლმე, მიამიტია ძალიანო და ანატომიამიტინგიცი მაგიტომ ქვია, ამხელა სახელი შეურჩიეს რომ მიამიტობა დაეფარა მაგრამ სახელის დარქმევის ტრადიცია არ დაერღვიათო. თანამშრომლების ერთი ჯგუფის მოსაზრებით ანატომიამიტინგიცი რევოლუციონერი ჩენგეზ ვარ რა-ს შთამომავალი უნდა ყოფილიყო. თვითონ რუკო პაჟატიე კი თვლიდა რომ ანატომიამიტინგიცი ძალიან ტინგიცა კაცი იყო. მოკლედ რას არ გაიგებდი, მაგრამ სიმართლე და ტყუილი ისე იყო ერთმანეთში აზელილი, როგორც სალათი ოლივიე და ქაფი.
ესეგი სად ვიყავით, პატარა რუკო, დიდი რუკოს შთამომავალიც ასეთივე დიდი ადამიანი უნდა გაზრდილიყო და თავისი სიახლე შემოეტანა გვარში - ასე თვლიდა იგი თვითონ. რუკოს მშობლები სხვა აზრზე იდგნენ, მათ უნდოდათ რომ რუკო ხელთფხანოლოგთა წარჩინებული წინამძღვარი ყოფილიყო. ამიტომ მას მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგებთან ატარებდნენ კერძო გაკვეთილებზე. დედამისს კონსერვ ატორი ერქვა, მამას კი წრი პაჟატიე. წრიპაჟატიე ერთობ მორცხვი კაცი იყო, კაციც არ ერქვა მას, სამას მც ს იწონიდა (მაცივარი ჟესტიის წონის ერთეულია, კაცი მაშინ ითვლება კაცად როცა შვიდას სამოცდა ერთ მაცივარს მოითვლის). რუკოს დედ-მამა ძალიან კეთილი ყავდა, უვლიდნენ, თავზე ჰყვებოდნენ მაგრამ რუკოს რაღაც მეტი უნდოდა, ძალიან უმადური იყო რუკო. მშობლები ვერაფერს იგებდნენ, რა ექნათ ყველაფერს უკეთებდნენ და მაინც ვერ ათქმევინეს რუკოს მადლობა... მაგრამ გამარჯობა იცოცხლე! კაცი რომ ტუალეტში შედიოდი ნახვამდისს გეუბნებოდა რუკო, გამოსვლისას კი გამარჯობას. აბა რის პაჟატიე იქნებოდა, თუკი არავის მიესალმებოდა?
ერთხელაც მამამ გვერდზე დაისვა რუკო და ჰკითხა
-რუკო, სალათა გინდა ოლივიე თუ კარგი აბაზანა?
-აბაზანა როგორი მამი, ქაფით? - მოიღუშა რუკოს რკოსებრი სახე, ამოსული ჰქონდა ეს ქაფი ყელში და რა ექნა!
-კი მამი, ჩვენი სოფლის ქაფით, წელს რო დავკრიფეთ. - შეურბილა მამიკომ.
-აუ მამი ქაფით არ მიყვარს ბანაობა, ისევ სალათა გამიკეთო ჯობია.
-კარგი რუკო, - თქვა მამამ და ოლივიესთვის სალათის ფურცლების და თუნგის ამოსატანად გაეშურა.
-ნახვამდის წრი! - თქვა რუკომ და თავის საკუთარ ბიაზის ლოგინზე წამოკოტრიალდა. ეს იყო და ჩაძინება დააპირა თუ არა რუკომ, ფანჯრიდან მხიარული ნაძვისუნა შემოფრინდა.
თავი პირველის დასასრული.
ავტორი: Secrets დრო: 3:14 PM 2 კომენტარი
კატეგორია: კითხვა, კომპოტები, რუკო, ჩანახატები
Sep 24, 2008
ბექ თუ ჰეფინეს.
სოუ გუდ
ტა-ნა
სოუ გუდ
ტა-ნა
ავგარაიუუუ
პამ-პამ-პააამ.
მმმ ხანდახან რაკარგია როცა ხვდები რო დებილი ხარ,
რო ეს ჯასთ შეცდომა იყო და ჯასთ ეჭვები
ისე კარგია, მმმ ისეთი კარგია როცა ხვდები რომ.. რომ შეგილია დაისვენო და აღარ ისა-ესაო.
რო მიხვდები რომ ყველას ჱლეზემც ჰკიდია შენი მოტყუება,
დაჟე მეტიც, არავის აწყობს შენი მოტყუება
და დაჟე რო არი ხალხი რო არ უნდა რომ ვინმემ მოგატყუოს
და დაჟე არის ხალხი რომ.. რომ მეტიც!
ხანდახან პატარა დეტალებმა შეიძლება დიდი და ცუდი რამე გამოიწვიოს, მაგრამ პატარა დეტალებით ამ დიდს ვერ დაშლი.
რამე ისეთივე დიდი გინდა რო აი ბაახ და ვსო, ბექ თუ ჰეფინეს!
ავტორი: Secrets დრო: 1:04 PM 2 კომენტარი
კატეგორია: დღიური, ჩანახატები
Sep 22, 2008
მოცეკვავე კაცუნები.
ხარობს იქვე მიწად შიშველს ინდობს, ლამის ენით ზვირთოს ბიბილო იქ ადრე ნამი კენტად ადებდა, გულის ანაბარად დატოვებულ ადამიანს შაშვი ენატრებოდა - ნუთუ დაიბყრეს ინდოეთი!
, - კაცუნა დროშით.
ავტორი: Secrets დრო: 10:57 PM 3 კომენტარი
Sep 21, 2008
სკაიტუს.
ახალი სკაიტუსი :ბის: გვეშველაა :ბის:
”vinc mugamzea momceros"
მიწერეთ ვინც მუღამზე ხართ :ბის:
ავტორი: Secrets დრო: 11:04 PM 3 კომენტარი
კატეგორია: სკაიტუსი
გენადი.
აჰ ია იგრაიუ
ნა გარმოჟკე
უ პრახოჟიხ
ნა ვიდუ.
კსაჟილენიუ
დენ რაჟდენია
ტოლკა რაზ
ვგადუ.
პრილიწიტ ვდრუგ ვალშებნიკ
ვ გალუბომ ვერტალიოწე
ძენ რაჟძენია პაზდრავიტ
ი ნავერნა ასტავიტ
მნე ვ პადარაკ
პიდსოტ ისკიმო
:ს ჩააჭკალი :(
http://mus.ge/AC28BF06-Detskie_Pesni_-_Krokodil_Gena.mp3
ავტორი: Secrets დრო: 12:41 AM 0 კომენტარი
Sep 20, 2008
ბოზდიიიშ
აჰაჰაჰააა
EMO RANGER KIDS
ემო რეინჯერები არიან დეპრესიული ბავშვები რომლებიც შეპყრობილი არიან სუიციდის სურვილით თუმცა გამბედაობა არ ყოფნით. დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ მარტოობაში. ინეტი, მესენჯერი, ფორუმები ეს ის ადგილია სადაც ისინი სულ იმყოფებიან. ისინი არ გვანან სხვა ემოებს რატომ? იმიტომ რომ ისინი ასე თვლიან. უყვართ ცხოველები, არიან ანტი ფაშისტები და ანტი სკინხედები.ემო რეინჯერები არიან ძალიან კეთილები და ძალიან მშვიდები მათ ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით ორჯერ უფრო კეთილი გული აქვთ და უფრთხილდებიან თავიანთ გულს.
EMO RANGER GIRL
Gogo rangerebis chacmuloba dzalian moduri da seqsualuria mati garegnoba dzalian gavs Fairy Gothebs mati umetesoba qorwinebamde qalishvila yovel shemtxvevashi wesia aseti . . .
EMO RANGER BOY
Rogorc gogo rangerebi aseve bji rangerebic dzalian germovnebianebi arian ar uyvart sakutari tavi da garegnoba icmeven dzalian viwro sharvlebs . . . butilkebs . . . satvaleebi … dzalian uyvart kubikebi vansebi da sk8 shusebi. . . cholka romlitac orive tvals iparaven grdzeli bakebi da aprexi tmebi . . .
ამაყენეთ ბოზიიიიშ :ლოოოოოოოოოოოოოოოლ:
იხილეთ აქეთ http://teen.ge/index.php?showtopic=22003
ვაიმეეეეეეეეეეეე
ავტორი: Secrets დრო: 7:14 PM 4 კომენტარი
Sep 17, 2008
ფორუმელები - ხუი ივო ზნაეტ მერამდენე ესეთი პოსტი ქართულ ინტერნეტში.
ესეთი პოსტი ბევრი მინახია, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აზრი რადგან ბოლო დროს ორიგინალურობის ტენდენციამ ახალი შედეგები მოგვცა.
ყველა ფორუმზე ხალხი ერთნაირია,
1.ერთი კატეგორია მურთაზია და არ მალავს. ძირითადად პოსტავენ მამალ დედალში და კითხულობენ რელიგია-ფილოსოფიაში ჩაკოპირებულ მამაო ბასილ მკალავლიშვილის ან ვიღაც მასეთის ქადაგებებს. უცდიათ იქ დაპოსტვა მაგრამ კრახით დაუმთავრებიათ. ამის მერე ეს ყველაფერი გახდა ფორუმზე არ-განსახილველი თემები და ვაბშე ბიჭო ვინც არაა ქრისტიანი დაუპიემოს და ჩამოუღებს კბილებს! (ესეთები teen.ge ზე არიან ვედრო ლარად)
2.მეორე კატეგორიის ხალხი მალული მურთაზია - ცდილობენ გახდნენ სკეპტიკოს - ანტიდოგმატიკები მაგრამ გადამწყვეტ თემებზე (ქალიშვილის ცოლად მოყვანა, ორიენტაცია, რწმენა) კარდინალურად ცვლიან თავის ხასიათს. ზატო რაც მთავარია ქართველები ბანძი ერი ვართ და კურტი და ნირვანა მაგარია!
ციტატა თინ ჯიდან:
იერთი საიდან იციან ღმერთმა ვინ დასაჯა :lol: :lol:
მაგრები ვართ ეს ქართველები რა :lol:
--------------------------
3.მესამე კატეგორია ახლად ჩამოყალიბებული სკეპტიკოსი და ანტიდოგმატიკია. ისინი ცხარედ კამათობენ ყველასთან და ყველა ცხარე თემაში პოსტების უხვი თესვა იციან. ძირითადად, "ბრძოლა სიმართლისთვის" უწევთ სულიერ ხალხთან კამათი, რომლებიც უხვად აკოპირებენ დიდგორიდან და ასეთი გენიალური კრეაციონისტული საიტებიდან სტატიებს (არა აქვს მნიშვნელობა თემასთან არის თუ არა კავშირში, მთავარია რო ღვთის სიტყვაა!). ხშირია მათში სტრესი, უძილობა, და სხვა ნერვული აშლილობანი. ვინაიდან რადგანაც მათ არ ესმით ჯენის საინიჩა (უბრალოდ გაიღიმე როცა ყლეობას გეუბნებიან), ბოლოს ყოველთვის ნერვებით ეგებიან ჩამალული მურთაზების რქებზე.
4. სუპერნავაროჩენი სკეპტიკოს - სატანიკოსები. ძირითადად მოიპოვებიან ფორუმ.ჯის 2005ში და უფროა დრე დარეგისტრირებულ იუზერებში. პირველ პოსტს ყოველთვის ეგეთი ხალხი წერს მურთაზულ თემაზე (ციკლონ :givi:) კიდიათ ყველაფერი, იციან რო მართლები არიან და ვსო. ახასიათებთ კიდევ რძის ფსმა ( (c) პრანკსტერ), წიპა "აუ ეს თემა არ მოგბეზრდათ?"
5. ზე-ხალხი. ყველაფრის მოწინააღმდეგენი, ყველაფრის კრიტიკოსები. ახასიათებთ პოსტები წიპა "აუ ეხა მე რო დავწერო სკაიტის კოდი მომეცი ბიჭო ჰეჰეჰეჰე მაგარი ვიქნები? ან "რა Yლე თემაა და ვაბშე ეს ძალით ორიგინალურები ვაბშე რაა" ან "აუ ვინც მურთაზებზე კაიფობთ მაგარი როჟები ხაართ? ნუ დაბალი დონეა რააა" და ა.შ.
ციტატა:
ესეიგი მე ახლა აქ რომ დავპოსტო...
საღოლ ბრატ..
შენი სკაიტის კოდი მითხარი ჩვენ ერთმანეთი უნდა გავიტანოთ თორე ისე ტრაკში ვართ...
იასნია ქართველმა კაცმა არ უნდა მოიყვანოს უცხოელი ცოლი... ის ხომ ქალიშვილი არაა...
კაცმა როგორ უნდა ატაროს ბლაჟე პიდარასტია ?
და რაღაც ამდაგვარი...
მაგარი როჟა გამოვდივარ?
--------------------------------
და ამაზე ძაან მაგარი რეფლაი დოდკასგან :ბის:
მასე თუ დაპოსტე - საშუალოდ მაგარი როჟა ხარ
მაგრამ თუ გინდა დაამტკიცო ვააააააააბშე ზემაგარი როჟობა, უნდა დაპოსტო: "აუ რა ჱლეური თემაა და რა ჱლეური კომენტარებია, რა დაბალი დონეა" და ა.შ. : )
ამით ავტომატურად ყველაზე მაღლა დგები
Practice ; )
----------------------------------------------------
ვოტ ტაკ.
გადავიდეთ შემდეგზე
6. მეექვსე პუნქტი - "ექვსპოსტიანები". ყოველთვის რაღაცას ითხოვენ. ნიტო მუსიკას, ან პროგრამას, ან დახმარებას სიყვარულში. არიან ასევე ფსევდოექვსპოსტიანები, იგივე ორნიკიანები. ვიღაც პროღადიალისტი ქმნის ახალ აკაუნტს და წერს რამე ხუმრობას. მერე შემოდიან მეხუთე, მეოთხე კატეგორიის ადამიანები და ითხრიან ნერვებს ამ ძაან მაგარ ხუმრობაზე.
7. ჯუსტრები - პოსტავენ ძირითადად ჯუსტ რა - ში, წერილებში და წინადადება რომელმაც თავში დაგარტყა თუ რაღაც ეგეთში. მე, როგორც სუბიექტური პირი მათ პოსტებს ვერასდროს ვერ ვიგებ :ნო:. უხვად არიგებენ :2კისს: , :love: :jump: სმაილებს. წერენ რაღაც სტრაშნი BB კოდებით, და თითქოს ყველაფერი კიდიათ. მე კიდე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ დასაკიდი ინფორმაცია არ გააჩნიათ. ძაან მოსიყვარულე და საყვარელი ხალხია, მაგრამ ენივეი ვერ ვამუღამებ ჯუსტრობას :user:
8. წეწეწეშნიკები. ყოველთვის უგნური და აჩკებიანი მარტო პროგრამული ცოდნით ტვინგაჯერებული ადამიანი მეგონა, მაგრამ ეს სტერეოტიპი ჩემში Internet_Contrabander მა დაარღვია :bis: . ხო, ზოგადად წწწშნიკები არიან სამნაირები - სულ რო დახმარებას ითხოვენ, სულ რომ ეხმარებიან და "არანაირი დახმარება არ იქნება ბეზ $ოვ". ჩემში დიდად ეს ადამიანები ინტერესს არ ღძრავენ.
9. ჯჯჯჯჯ მემეტლე-ღორისთავი აააა ჯგჯგჯგები - მე პირადად მხვდებოდნენ პატარ-პატარა ფორუმებზე (geoforum.ge, geocool.ge, csd.myweb.ge) და ა.შ. საყვარელი ფრაზა "პაპსაა" , "მოაქ" და ა.შ. ზეპირად იციან მეტალის ყველა სტილის ყველა განხრა, ყველა ჯგუფის სახელი, სიმღერის ლირიკა და ყველა ჯგუფის ყოფილი წევრის გვარ-სახელი (ასეთ ჯგუფებში გამოცვლილი წევრი ყოველთვის უფრო მეტია ვიდრე მათი მსმენელი). რთულ შემთხვევებში ქართულ ნაგავ ჯგუფებსაც სიამოვნებით უსმენენ, თამაშობენ ვორლდ ოფ ვორქრაფთს და კლანური ურთიერთობები აქვთ სოციუმთან (თუ რაც არის).
ვაშა, მორჩა. კიდევ კარგი რომ "ყველაფერს ვუსმენ რაც მომწონს"ები არ ჩითავენ ფორუმებზე, თორემ მეათე მათზე იქნებოდა და დანარჩენ ცხრაზე ორჯერ მეტი ეწერებოდა :ბის:
აბა, რომელი ხარ
შენ?
ავტორი: Secrets დრო: 4:19 PM 8 კომენტარი
Sep 14, 2008
ქეთი და სანდრიკა
"ქეთი და სანდრიკა" - ეს ნაწარმოები მოგვითხრობს წყვილის შესახებ, რომელიც გაურბოდნენ დოგმატიკებს, რადგან ხალხს მათი არ ესმოდა.. აქ ქართული მენტალიტეტი იდგა მათ შორის, სანდრო 14 წლის იყო, ხოლო ქეთი 16ის.. მოკლედ ეს ერთობ მორალური და ფსიქოლოგიური ნაწარმოები მინდოდა თქვენთვის გამეცნო.
meta - NUCA DA BEQA
(iish brodge :P :D )
მაშ ასე,
ქეთი და სანდრიკა
-აუ რა დებილი ვარ, არა ? ვიღაცა ბავშვი მიყვარს და ვერც ვუბედავ თქმას
-დაწყნარდი რა ყველაფერი კარგად იქნება, და შეეცადე დაივიწყო
Aამ დროს . . . . . . . .
-ე არ შემიყვარებს რა ის გოგო მე და ვერც ვეტყვი, ჩემნაირ ბავშვს არც შეხედავს
-გეყო ეხლა რა დავიღალე უკვე უთხარი ყველაფერი და ეგ არი გაიგებ უყვარხარ თუ არა
ქეთი მე_10 კლასელი იყო , სანდრო კი მე_8 მათ ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთს ვერ უბედავდნენ ამის თქმას. (ოხ ეს ბედისწერა..) სკოლაში მხოლოდ იმის გამო დადიოდნენ, რომ შესვენებაზე ერთმანეთისთვის თვალებში ჩაეხედათ. (ღმერთო სახეში ხორცსაკეპი შემომარტყი :O რა ორიგინალურია, და არაბანალური.)
Yველაზე სასაცილო მათ ურთიერთობაში ის იყო, რომ ქეთი დაბლა ჩადიოდა მის სანახავად, სანდრო კი მაღლა ადიოდა და ამის გამო ერთმანეთს ხშირად სცდებოდნენ . მა თარ იცოდნენ რის გამო უყვარდათ ერთმანეთი ნალაპარაკებიც არ ქონდათ, უბრალოდ უყვარდათ.ასე გადიოდა დღეები, თვები და ბოლოს ორი წელიც გავიდა, ისევ დარბოდნენ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. (აქ უნდა გქონდეს ეგეთი რეაქციარ - რა საყვარლები არიააან..) ქეთი ვერ ეუბნებოდა, რადგან გოგო იყო (ხოიცით ეხა გოგო რო აქტიურობს ბოზია ესეგი.) სანდროს კი ეგონა რომ პასუხი იქნებოდა “პატარა ხარ, ამიტომ კარგად”. ორი წელი ოცნებებით გაატარეს. ქეთი კი მე_11 კლასს ამთავრებდა და ხვდებოდა, რომ ეხლა თუ არა ყველაფერი დასრულდებოდა. ურალოდ (აქ ასოა გამოტოვებული...... უორალოდ უნდა ეწეროს.) ვერ ბედავდა ბრძოლას, ეგონა სანდროს არ უყვარდა.სანდრომ კი ეს ყველაფერი გაიაზრა და მიხვდა, რომ რაღაცა უნდა მოემოქმედებინა სხვა შემთხვევაში ქეთის სამუდამოდ კარგავდა. ქეთის გარეშე კი ცხოვრებას ვერ წარმოიდგენდა, ამიტომ ბოლო ზარის წინა დღეს ძალა მოიკრიფა . . . . . . .
-უკაცრავად. ქეთი შეიძლება ერთი წუთით?
-კი, თუ ქეთი გამოვა. ()
-გავალ მასგარეთ გასვლის თანავე სანდრო ძლიერ ანერვიულდა, ქეთის კი დაჯერება არ შეეძლო, რომ სანდრომ დაუძახა.
-სანდრო რა მოხდა?
-ქეთ, ვიცი ბავშვად მთვლი და ალბათ შეყვარებულიც გყავს და ისე მართალიც ხარ თუ ეგრე ფიქრობ, ბავშვი ვარ, შენი სახელის გარდა არაფერი ვიცი, მაგრამ იცი რა? თავდავიწყებით მიყვარხარ. შეგიძლია ხმა არ გამცე და შემიძულო, მაგრამ იცოდე, რომ სულ მეყვარები და თუ რაღაცა შენ გვერდით ვიქნები. (ეს ყველაფერი ერთ ჩასუნთქვაზე წამოიძახა, ბოლოს სიტყვებს დაუჩქარა რო მალე მოესწრო თორე სახეზე იყო გაწითლებული და ვეღარ ლაპარაკობდა. დაამთავრა სიტყვა თუ არა კაი ასი კუბური მეტრი ჰაერი ჩაისუნთქა..)
-სანდრო რა? მატყუებ? თუ დამცინიხარ?
-არა გეფიცები, მართლა მიყვარხარ, პასუხი არ მითხრა გთხოვ ვიცი უკვე, რო არ გიყვარვარ. Uბრალოდ ხვალ სკოლას ამთავრებ და საბოლოოდ გკარგავ და მინდა გცოდნოდა, რომ ამ დედამიწაზე კიდევ ერთ ადამიანდ ძალიან ძლიერ უყვარხარ.-
აუ სან არვიცი რა გითხრა, არ მჯერა , უბრალოდ ზღაპარს გავს ეს ყველაფერი
-ვიცი არ გიყვარვარ და კაი უბრალოდ იცოდე, რომ როცა დაგჭირდები იქვე შენთან გავჩნდები
ქეთის არაფერი უთქვამს, უბრალოდ აკოცა და წამოვიდა, სანდრო ვერ მიხვდა რა მოხდა. თან უხაროდა და თან ეგონა, რომ ქეთიმ უბრალოდ აკოცა.(პროსტა მაკოცაო რაო, ბარემ აქ იყოო.)
ბოლო ზარიც დადგა. სანდრო სკოლასთან ქეთის დიდი ვარდებით დახვდა და სთხოვა პასუხი გაეცა, რადგან აინტერესებდა იმედი ქონოდა თუ არა.
-კი, მიყვარხარ ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ
-მართლა? ერთად ვართ?
-კი მე შენთან ვარ. ()
ბოლო ზარს ქეთის და სანდროს ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ, მათზე ბედნიერი არავინ იყო, უყვარდათ ერთმანეთი და უხაროდათ. ქეთის გამოცდები,რომლებიც კარგად ჩააბარა და სტუდენტი გახდა, ქეთიზე მეტად სანდროს უხაროდა.აგვისტოში კი ზღვაზე წავიდნენ, სახლში აღარ ბრუნდებოდნენ ღამეებს სეირნობაში ატარებდნენ და უხაროდათ. სანაპიროზე იყვნენ სულ, დღეებს ერთმანეთის ალერსში ატარებდნენ და ამაზე ყველას ეუბნებოდნენ (). არდადეგები,(რა გრამატიკული ავტორი გვყავს ესეგი რა, აბზაც-აბზაც იზრდება! ) რომ დასრულდა სანდრო სკოლას დაუბრუნდა, ქეთი კი პირველად წავიდა უნივერსიტეტში. მასზე მეტად სანდრო ნერვიულონდა, ჯერ იმიტომ, რომ ეშინოდა არ დაეკარგა, მაგრამ მიხვდა რომ ქეთის მართლაც ცხოვრებაზე მეტად უყვარდა და ენდობოდა. ქეთი კი სანდროს სკოლაში ეხმარებოდა (სანდრო ფიქრობს ალბათ წადი შენი პრეპადი დედა მოვტყან მაგის მაგივრად ერთხელ მოგეცა მთელი ზაფხული ზღვაზე გატარე მამაჩემის მთელი მაყუთი შენ შეგალიე, ერთ ოთახში გვეძინა, ზღვაზე კუპალნიკში დვიჟენიობდი და იმის მაგივრად ერთი რაკამ დამდგარიყავი ნძრევაში მაყლევებდიო). ესე მიქროდა წლები და ეს დრო მათ სიყვარულს უფრო აძლიერებდა. სანდრომაც ჩააბარა, სექტემბერში კი ქეთიმაც დაიწყო ეჭვიანობა, მაგრამ მალევე ამის მიზეზი გაუქრა. სანდროს და ქეთის ერთმანეთის სჯეროდათ, ენოდობოდნენ და ამის მიზეზი სიყვარული იყო.ქეთისთან ოჯახში ამას ხვდებოდნენ და ბოლოს ქეთიც გამოტყდა და მოუწია ოჯახისთვის სანდრო გაეცნო. მალევე მათი ოჯახები და მეგობრდნენ არც ერთ მხარეს საწინააღმდეგო არ ქონდათ, და არც აძალებდნენ, რომ მალე გადაეხადათ ქორწილი, რადგან ორივე ჯერ პატარები იყვნენ მათთვის.ქეთის მართლაც არ ეჩქარებოდა გათხოვება, სანდრო კი უკვე ვეღარ ძლებდა, უნდოდა დილით ქეთის კოცნას გაეღვიძებინა, სახლში მოსვლილას ქეთის თვალები დაენახა. მაგრამ ქეთის თხოვნით აცლიდა სწავლას დამთავრებას. უნივერსიტეტში აკითხავდა, ასეირნებდა და მხოლოდ გვიან ღამე თუ აბრუნდება სახლში მშობლებთან. მათ ერთმანეთი სიგიზემდე უყვარდათ ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ.აი დადგა ის დღე, როდესაც ქეთიმ სწავლა დაამთავრა. Mაგ დღეს ქეთიზე ბედნიერი სანდრო იყო (გავიგეთ ბლიად რა შეგვიტყანი ტვინი). რადგან უკვე შეეძლო ქეთი მთლიანად თავისი გაეხადა (ურაა აძლეევს!). ზაფხულში ისევ ერთად დასასვენებლად წავიდნენ, უკვე თავს დანიშნულებად აცხადებდნენ. თბილისში დაბრუნებისას სანდრომ უკვე სერიოზულად დაუწყო ქეთის ქორწინებაზე საუბარი. ერთ დღეს კი გაქრა, ქეთი ურეკავდა მაგრამ სანდრო უთიშავდა. ქეთი ვერ ხვდებოდა რა მოხდა საშინლად მოიწყინა, ტიროდა და ფიქრობდა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ღამე კი გარეთ ფეირვერკის ხმა გაიგო და გაიხედა, ცაში ლამაზად იწერებოდა ქეთი გახდი ჩემი ცოლი გთხოვ სანდრო და გული (დაეწერა კიდე რამე კაცო, მაგალითად
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს ქეთი,
ქეთი იმ ღამეს შენ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო ვით შემოდგომა. რა პრობლემა იყო?)
ამის შემდეგ დაბლა ჩაიხედა და სანდრო დაინახა, დიდი ვარდებით ხელში. იმ წუთსვე ცრემლები შემშრალა და დაბლა ჩაირბინა. მათ ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ (საოცარია..). ამ დღის შემდეგ მართლა განუყრელნი გახდნენ.
ერთ დღეს კი ძლიერ იჩხუბეს, რის შემდეგაც ერთმანეთის ნახვაც არ უნდოდათ და რის გამო იჩხუბეს მაგას ვერც ხვდებოდნენ. მშობლები არ ნერვიულობდნენ, რადგან ვის არ მოსდის ჩხუბი (საოცარია.....). მაგრამ ორი კვირა გავიდა და არაფერი შეცვლილა. ერთი თვის შემდეგ კი ქეთიმ სახლში თქვა, რომ ლევანის მიყვებოდა ცოლად. ოჯახში ლამის გაგიჟდნენ, იცოდნენ, რომ ამას სიბრაზის გამო აკეთებდა, მაგრამ ქეთიმ ეს კატეგორიულად გამოაცხდა.ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სანდრო ერთი თვის განმალობაში არ გამოჩენილა და ამით ეგონა,რომ ჭკუას ასწავლიდა (რა კაი მეთოდია, მე ცოლი დილას ყავას რო არ მომიდუღებს სხვას მოვიყვან ხოლმე ცოლად და ჭკუას ისწავლის).ეს სანდრომ რომ გაიგო საშინლად გაბრაზდა და ცხელ გულზე ნინოს სთხოვა ხელი, ნინოს დიდი ხანი უყვარდა და თანხმობა იმ წამსვე მისცა, თუნდაც იცოდა, რომ სანდროს არ უყვარდა.მათი ქორწილი ერთ დღეს იყო, სანდროს და ქეთის მშობლები თავს საშინლად გრძნობდნენ. ქეთი და სანდრო კი იტანჯებოდნენ, მაგრამ ეგონათ, რომ ესე ერთმანეთს ჭკუას ასწავლიდნენ, არა და ძლიერ ცდებოდნენ.მათი სიყვარული კი ისევ ისეთი ძლიერი იყო, მათი შვილებიც კი ერთ დღეს გაჩდნენ. ქეთის ბიჭი გაუჩნდა, ნინომ კი სანდროს გოგო აჩუქა. სახელები ერთმანეთის დაარქვეს. ბიჭს სანდრო გოგოს კი ქეთი დაარქვეს.გავიდა წლები და პატარა სანდრო და ქეთი ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ. ერთმანეთი დანახვის თანავე შეუყვარდათ და გაიცნეს კიდეც:
-გამარჯობა, ჩვენ კურსელები ვართ, ხომ?-ხო, მემგონი : )
-შეიძლება, ჩემი კურსის ყველაზე მომხიბვლელი და ლამაზი გოგონას სახელი გავიგო?
-რა თქმა უნდა ქეთი, შენ?
-ქეთი? რა მაგარია დედაჩემს ქვია ეგრე, მე კი სანდრო მქვია
-სანდრო კი მამაჩემის სახელია
-აუ რა დამთხვევაა, არა?
-მართლა.
-დღეს არ გამოყვები შენი კურსის ყველაზე საინტერესო ბიჭს სასეირნოთ?
-კი, ოღონდ მამაჩემს დავურეკავ
-კაი, და მამაშენთან უფრო ახლოს ხარ?
-კი, ყველას ეგ უკვირს
-ისე, მართლაც მე კიდე დედაჩემი მამაჩემზე ძლიერ მიყვარს და ეჭვიანობს, ბიჭი ესეთი როგორ ხარო.
-აუ რა გასაკვირია, ისე ვგავართ ერთმანეთს.ქეთი და სანდრო კურსის ყველაზე ლამაზი წყვილი იყო. ბოლოს სანდრომ ქეთი თავის ოჯახს გააცნო, იქედან ქეთი თავისი მოსახელით აღფრთოვანებული წამოვიდა და მასზე ბევრ უყვებოდა მამამისს, ამ მოთხრობებში სანდრო თავის ერთადერთ სიყვარულს ქეთის სცნობდა, და ენატრებოდა, ღამღამობით კი კაცი იყო, მაგრამ ტიროდა დროს უკან დაბრუნება სურდა,მაგრამ გვიანი იყო.შემდეგ ქეთიმ სანდრო სახლში მიიყვანა და თავის ოჯახს გააცნო. სახლში დაბრუნებისას სანდრო დედამისს აღფრთოვანებული უყვებოდა სანდროს შესახებ, ქეთიმ თავი სვილის წინ ვერ შეიკავა და ტირილი აუტყდა, შვილი გაკვირვებული უყურებდა დ ავერ ხვდებოდა რა სწირდა დედამისს, ქეთიმ ეს ყველაფერი ბედნიერებას გადააბრალა, მაგრამ მას გულმა უგრძნო, რომ ის კაცი მისი სანდრო იყო და შვილს სთხოვა, რომ ოჯახებით გაეცნოთ ერთმანეთი. სანდროს ეს სიტყვები ძალიან გაუხარდა და თავის ცხოვრებას მეორე დღესვე სთხოვა, რომ ოჯახისთვის შეეტყობინა, რომ მათ ოჯახებს ერთმანეთი გაეცნოთ. მათზე ბედნიერი არავინ იყო.აი დადგა ის დღე, როცა მსობლებს ერთმანეთი უნდა გაეცნოთ, სანდრო ვერაფერს ხვდებოდა, ქეთი კი უკვე დარწმუნებული იყო მის შვილს ვისი შვილი უყვარდა .
-ჩემი ცხოვრება მოხვედით?
-ხო, ჩემი სიყვარული ხო არ მოიწყინე? (OMFG)
-არა, სანდრო ჩვენს ეხლა ხან მოვედით
-დედა მამა გაიცანით ჩემი მოსახელე სანდრო და მისი ცოლი ნინო, ყველაზე ლამაზი გოგოს მშობლები
-ეს კი ჩემი მოსახელე ქეთია და ლევანი (...)
ქეთიმ ცრემლები, როგორ შეიკავა, თვითონაც არ იცოდა, სანდრო კი მთელი საღამო თვალს არ აშორებდა. სინანული და ბედნიერება აირია მათ გრძნობებში, უხაროდათ რომ მათი შვილები იყვნენ ერთად, მაგრამ ნანობდნენ ბავშური დებილობები გამოუსწორებელი, რომ გახადეს. იმ სარამოს ყველაზე ბედნიერები ქეთი და სანდრო იყვნენ.სანდრომ სანდროს გაანდო ერთ თავის სიყვარულს ხელი, როგორ სთხოვა და ქეთის ზუსტად იგივე სიურპრიზი გაუკეთა, ჯერ გაქრა, შემდგომ ფეიერვერკი, დიდი ვარდები და უზარმაზარი ბედნიერება, ერთაერთი განსხვავება სანდროს და ქეთის ორივეს წყვილის შორის ის იყო, რომ მათ ქორწილი გადაიხადეს.ქორწილის დღეც დადგა, ქეთი ულამაზესი იყო სანდრომ, რომ დაინახა ხელში აიყვანა, დააბზრიალა და ძლიერ აკოცა, მათი ბედნიერება უსაზღვრო იყო. ქეთი და სანდრო კი ბედნიერები და მოწყენილები ერთად იყვნენ. მათ თვალი არ მოუშორებიათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიანი იყო . ღმერთს ალბათ ძლიერ სურდა, რომ ამ ცოდვილ დედამიწაზე ბედნიერ სიყვარულის ისტორიაში სახელები ქეთი და სანდრო ოქროს ასოებით გულში ყოფილიყვნენ ჩასმულები და ალბათ, ამიტომ გააცნო მან მათ ერთმანეთი.
აი ესეთი ჰეფი ენდი გვაქვს, რამისაა ავტირდე :((( არა რა, ბალზაკი გვეზრდება სამშობლოში.. და თანაც რამდენი.
ავტორი: Secrets დრო: 6:26 PM 13 კომენტარი
აზრი.
ღმერთი არ შექმნიდა ისეთ სამყაროს, რომლის კანონებიც მისავე არსებობას ეწინააღმდეგება.
ავტორი: Secrets დრო: 5:20 PM 6 კომენტარი
ყურადღება, კითხვა!
სამი ერთნაირი ტევადობის უთოში მოთავსებულია შუასაუკუნის პეპლის საჭერები.
ერთერთი მატიანე მათ შესახებ გვამნცობს:
ხელში მიჭირავს პეპლის საჭერი,
სისხლი ვენებში თრიალებს ვხედავ,
ჩემ წხვირწინა დევს ნამცხვრის ნაჭერი...
დამეხიეთ ყლეზე ყველა უგემოვნო და ყლე ადამიანი აიიი!!!!
რა საოცარია არა?
ავტორი: Secrets დრო: 1:01 AM 1 კომენტარი
Sep 13, 2008
Cowboolety
როდის მოდი? (c) აჭარა.
აბა ცხელი სიმინდი, მოხალული თხილი, ნედლი თხილი, მიწის თხილი, სემიჩკა, ბაქლავა, ცივი სასმელები, ნაყინი, ლეღვი, აპელსინი, ლიმონი, გრეიფრუტი, კამერები, ქუდები, მკითხაობა..... (c) გამყიდველი ქობულეთის პლაჟზე.
(აქ კიდევ თქვა ალბათ ვაშლი, ატამი, ევკალიპტის ფოთლები, ნაკოლკები, ნიჟარები და ცეპებიო მაგრამ იმდენად შორს იყო უკვე რო აღარ მესმოდა)
იქინე მირქინე (c) ქობულეთსკი ძველი ბიჭი ("კიდე რა გინდა" აჭარულად).
ტაქსი გინდა თუ ბინა ჰა, ჰა! ამოირჩიე მალე! (c) ახალმოსულ მატარებლის ვაგონთან მდგომი ერთერთი საშოვარზე გამოსული კაცი.
აბა აპელსინი გემოვნებით (c) პლაჟი ისევ.
აბა გასეირნება განვადებით (c) ისევ, პლიაჟი.
მკითხაობა სამართლიანად (c) პლაჟი.
აბა ბანანზე ჯდომა (c) ბანანი-ატრაქციონის მეპატრონე.
ვსო მგონი, მეტი არ მახსენდება.
ავტორი: Secrets დრო: 8:55 PM 0 კომენტარი
Compowtie
გამომეცხადა ჩაიდანი მე,
მუნ მე ჰენტაი გამომეცხადა,
ცუდს წაუღია პორნო ანიმე,
ილუზიები გადაწვა ცხადმა.
დიდგორს ფეხ ადგა ჩვენმა სარდალმა,
მტრის სისხლი რომ ვსვა, გულით მინდა მე,
იტიროს შვილი ჩემი მტრის ქალმა,
პური გათავდა, ამოიტანე!
ჩვენ ერთს გადმოგვცემს დღეს მატიანე,
დიდი დავითი შორს იყურება,
ველი დაფარა მტრის ცხელმა გვამმა,
ხელმა, ფეხებმა და დუნდულებმა.
სპა ჟამს არ ელის, ის არ დუნდება,
ეს რქა არ არის, თავზე კოპია.
შეძახილებით მოდის სიახლე,
მტერს თურმე ტეტე დაუდროპია.
ღამე ქუჩას მივუყვები,
წვიმს, წვიმს და სევდა მეპარება.
არ დამღლია ჯერაც ყბები,
ღვიძლიც აღარ მენანება!
*****
ყურის ტკივილი, საქართველოში, მეთორმეტე საუკუნეში აღმოცენდა.
ავტორი: Secrets დრო: 1:33 AM 7 კომენტარი
კატეგორია: კომპოტები
Sep 11, 2008
ახალი სკაიტუსი:
.. . :D AvAtArZe MaGaRi MuLtFiLmI aR aRsEbObS nArUtOs BeVrAd JoBiA
ეს იმდენად ხოხმა არაა, მაგრამ გასაოცარია და ჩემზე 1 წლით პატარას უწერია :/
ავტორი: Secrets დრო: 2:01 PM 0 კომენტარი
კატეგორია: Experiment, თოილეთფეიფა ფიქჩერზს, სკაიტუსი
ახალი რუბრიკა! სკაიტუსი
ახალი რუბრიკა!
მოკლედ, ახალი რუბრიკა მინდა შემოვიტანო. ერთობ ოხუნჯი და თან სევდიანი (მაინც ეხა რაა, ჩემს ბლოგზე ხართ ბოლო ბოლო) ახალი რუბრიკის სახელია მმ... სკაიტუსი, ეხა მოვიფიქრე :P აი რატომ სკაიტუსი:
სკაიპი - სკაიტი (c) ფორუმ.ჯის პროღადიალური ორჭოფისტები.
სკაიტი + სტატუსი = სკაიტუსი.
ნუ რაში მდგომარეობს ამ რუბრიკის აზრი:
ჩემს სკაიპ ლისტში ხშირად ვხვდები მომავალი ბალზაკების, ფროიდების, ცვაიგების, ბრძნულ ნააზრევებს,გულისნადებებს. რომელიც მარტო სტატუსობად არ მემეტება. ერთი სიტყვით გამორჩეული სკაიტუსი დაიდება ხოლმე ჩემს გვერდზე.
პირველი სკაიტუსი
MTELI GAME UAZROD GAVATENE....UAZROD GAVATANE CUTEBI DA QARS...
UAZROD
VIJEQI DA UAZROD VFIQROBDI...
ავტორის ანონიმურობა დაცულია, ნუ შეწყვიტავთ სკაიპელო ვიზიტორებო სიბრძნის ფრქვევას :ბის:
ავტორი: Secrets დრო: 11:09 AM 7 კომენტარი
კატეგორია: Experiment, თოილეთფეიფა ფიქჩერზს, კომპოტები, სკაიტუსი
Sep 7, 2008
ქობულეთში.
მოკლედ ეხლა ქობულეთში ვარ, რაღაც პენტიუმ ორნახევრები დგას ინტერნეტ კაფეა, ხოდა ძაან მომენათრეთ და შემოვედი.
წამოსვლისას არ დამიპოსტია, ხოდა ახლა მოვახერხე და გამცნობებტ :D
ათისთვის ჩამოვალ, განვახლებ ბლოგს.
ჩემ გვერდზე ვიღაც ეჩათავება გოგოს, იმ გოგოს სტატუსი?
ყველამ ვაჩუქოთ გული როცკს
:D::D:D:D:D: დამითვალიერებია ხო? :D ეს ბიჭი გაგიჟებულია, სატანისტია ვიღაცა ტოო, ვენებს რო იჭრიან ეგეთი სურათი უყენია და თანაც როკერიაოო..
:D
:*
ავტორი: Secrets დრო: 3:22 PM 5 კომენტარი
Sep 2, 2008
Sep 1, 2008
ბლოგერების რიგით მეორე შეკრება, სადაც მეც ვიყავი.
ახლა დავბრუნდი :) ჰუუჰ მაგარია
დღეს ესე იგი, როგორც მოგეხსენებათ შედგა ბლოგერების რიგით მეორე შეკრება, სადაც მეც ვიყავი.
ნუ მოხიბლული ვარ ამ ადამიანების პირადად გაცნობით, განსაკუთრებით კი ქალბატონი მაოთი :)
შემდეგ, მინდა დავძინო რომ შეხვედრას ასეთს არ ველოდი, უფრო ცუდად სხვანაირი მეგონა. მაგრამ ძაან მაგარი გამოდგა და უაბშე მინდა ავღნიშნო რომ კმაყოფილი ვარ.
არა, კმაყოფილი ვარ კიარა
მაგარი იყოოოო!!! :D
ძაან მაგარი გართობა, თბილი ადამიანები და მროველი.
თავიდან მორიდებული ვიყავი, ბოლოშიც. მარა მერე უკვე შევეჩვიე ხალხს და ამ დროს მომიწია წამოსვლა..
ნუ წამოსვლას რაც შეეხება, არ მინდოდა მაგრამ სახლიდან დამირეკეს.. გვიანიაო და მოდიო..
საღამო მაგრა გავატარეთ, მალე სურათებსაც მომაწვდიან.
თავიდან სანამ მარი მოვიდოდა, მაკში შევიარე, ნაყინი ავიღე და გარეთ გამოვედი.
მერე ჰერიონი ვნახე, სადღაც დაძრომიალობდა. მარიმ ცოტა რო დააგვიანა მთელი რიგი ოპერაციების შემდეგ ჰერიონს გავაგებინე მისი ნომერი და დარეკა. მალე მოვალო მარიმ.
შემდეგ დიდი ჰაში, შპილერი და სვითი მოვიდნენ. ავიღეთ ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები და გზას გავუდექით.
იტალიურ ეზოში ძაან საინტერესო ხედი დამხვდა. ისეთი, აბსტრაქტული. გეგონება ეს სახლები დაიღალნენ პოზიორობით და თავის სილამაზეს ამ დაღლილობაში, ჩამოკიდულობაში ინახავენო. ცოტა ცუდად არიან მოქცეულები, საშიშად. რომ გადავიხედე დავიგრუზე.
შიგნით ერთობ საინტერესო ხალხი დამხვდა.
ჯოუქი
მოქორქიო, ჯარისკაცის ბენდენიანი ბიჭი. ბოხი ხმით და რაღაც მოჰოლივუდო გამოხედვებით. ძალიან დადებითი ტიპაჟი.
მაო.
არ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ ამ სიტყვებს გავიმეორებ - ინტელექტუალური კომედიის მთავარი გმირი იქნებოდა ეს ადამიანი. დედას ვერ დაარქმევდი, მხიარული და ძალიან საინტერესო ადამიანი თანამედროვე პალიტრით დახატული ქცევებით. დედის მახასიათებლებით დანარჩენებისგან ვერ განასხვავებდი. ასევე, ძალიან საინტერესო იყო ოთახი, სადაც ჩვენ ვიჯექით. მე ასე მგონია რომ ოთახიც მისი მოწყობილი უნდა ყოფილიყო. მოკლედ რომ ვთქვათ გაკვირვებული ვარ ამ ქალბატონით.
ლიკა.
ქალბატონი წამყვანი. კაი ორატორი დადგება მისგან :) რომელიღაც პერსონაჟს მაგონებს, მაგრამ არ მახსენდება რომელს. რაღაც ქალი კრიმინალისტის შთაბეჭდილება დამრჩა :) დღის დიჯეი იყო, აი დაბ. ცენტრებში რო არის ხოლმე :D ასევე სასიამოვნო გოგო.
ჩორვენი.
ხოო, ეს გოგო თავიდან ნიკის მიხედვით რატომღაც კაცი მეგონა, მარა არც ვიცოდი რას ნიშნავდა მისი ნიკი. გადმოცემის თანახმად, ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობაში "ჩვენ ვართ დისტროფიკები" (თუ რაღაც ეგეთი), ყოფილა პერსონაჟი სახელად ჩორვენი. საყვარელი გოგო, რომელსაც ყავდა ძაღლი. ბავშვობაში მარის ძაან ყვარებია ეს პერსონაჟი და ამიტომ დაირქვა თურმე "ჩორვენი". ისე, დედამისს მე როგორც შევატყვე არ გავს, სხვანაირი ადამიანა. ერთ რამეში კი გავს, ისიც ძალიან კარგი პიროვნებაა.
შემდეგ დაგვემატნენ პოლსკი, ვანსებიანი ბოღმა ნინო, ენდი კაუFმანი და მროველი (გამვრცობელი ეპილატორთა და ჩაწოლილის გამსაღებელი) ასევე აივერსონი და ნინა.
მოკლედ We had fun ^^
ავტორი: Secrets დრო: 1:44 AM 13 კომენტარი