Apr 27, 2009

შეხვედრა მინისტრთან

დღეს ადრე გამაღვიძეს, სასწრაფოდ ჩამაცვეს და განათლების სამინისტროში წავედი. იქ შევედი, დავჯექი და ლოდინი დავიწყე. რამდენიმე ნაცნობიც შევნიშნე, ოღონდ ისეთი ნაცნობი, ორივეს რო უტყდება გამარჯობის თქმა ვაი და  ვერ მიცნოსო. ორს მივესალმე და ორივემ მიცნო, საბედნიეროდ.

შემდეგ მოვიდა მინისტრი, ილაპარაკა, გვაქო, გაგვაცნო რა სიტუაციაა, სად რამდენი კაცი გავიდა და რა იქნება შემდეგ წელს. დაგვაიმედა, წარმატება გვისურვა, შემდეგ მეორე ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი, ქალი რომ არის ეროვნული გამოცდების ”უფროსი”. 

ხოდა, მერე დააჯილდოვეს წინა ოლიმპიადის გამარჯვებულები, რომლებმაც უცხოურ კონკურსებზე მიაღწიეს წარმატება. ორი ათას-ორი ათასი ლარი გადასცეს ყველას, ზოგი ფიზიკაში იყო გასული, ზოგი მათემატიკა, ზოგი კიდე ინფორმატიკა.

მერე კითხვების დასმა დაიწყეს და კულმინაცია იყო ქერა მეექვსე-მეშვიდე კლასელი ბიჭი სახელად ჯიმი, რომელიც უეჭველი იყო რომ ოპოზიციურ ოჯახში იზრდებოდა.თავიდან რომ გამოვიდა ლაპარაკი დაიწყო და გაჩერდა, კიდევ დაიწყო კიდე გაჩერდა:

”ыыы... ისა რა ქვია.. ыыы.. ერთი წუთით.. კხმ. ” - ხალხი იცინის, მაგრამ ჯიმი არ იმჩნევს, იგი იწყებს მწვავე კითხვების დასმას: 
 -”ცოტა ხნის წინ ბატონმა მინისტრმა თქვა რომ სპეციფიური საგანია ინფორმატიკა ыы და მე მაინტერესებს, ыы.. აი რატომ არ არის ისეთ სკოლებში სადაც ინფორმატიკა ისწავლება ыы დაფინანსება ыыы...”
 - ”იმიტომ რომ ამ მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ეტაპობრივად” - სად ეცალა ჯიმის ამდენი, ჩაერია საერო გამოცდების ”უფროსს” სიტყვაში:
-”ыыы აი ხოდა ჩვენ სკოლაში თუ ისწავლება ინფორმატიკა რატო არაა შესაძლებლობა აი მაგალითად ჩემს სკოლაში დგას ძველი კომპიუტერები.” - ამ დროს ბატონი მინისტრიც დაბრუნდა და უპასუხა:
”-შენ რა გქვია? 
-ჯიმი.
-ჩემო ჯიმი, რეგიონებში გაცილებით უარესი სიტუაციაა და იქ ძველი კომპიუტერებიც...
-არა უბრალოდ მე მაინტერესებს და რატო არ ხერხდება დაფინანსება ჩვენს სკოლაში სადაც ეს საგანი ისწავლება?”
  და ასე ერთი თხუთმეტი წუთი როგორც იტყვიან ”ჯიმი ბჭობდა ხალხი იცინოდაო” თუ როგორც არის. შემდეგ რაღაც კიდე ერთი ორი კითხვა, ასე შემდეგ. 
 ამის მერე მე და ერთი გოგო რუსთავი ორის კიდს ნიუსში ჩაგვწერეს, რაღაცეები ვიბოდიალე მაგრად მეძინებოდა, არ მახსოვს. კვირას იქნება და ვნახავ. 

მოკლედ უნდა გავიდე შემდეგ ტურში, პირველ ადგილზე 1კ გელაა, მეორეზე 700, მესამეზე 500. ზუსტად არ ვიცი ერთჯერადი თუ 1 წლიანი. 

p.s. მეძინებაზე მეძინება, გრამატიკაზე და ეგეთ რამეებზე პასუხისმგებელი არ ვარ...

Apr 23, 2009

სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები :bis:

დღეს მეგობარმა მითხრა რომ ოლიმპიადის პასუხები გამოქვეყნებულა. შევედი და ცხრილი გადმოვიწერე.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 8-9-10 კლასებში (დაახლოებით 20 000 ბავშვი) გავედი მეორეზე

ძალიან გამიხარდა, დიდი ხნის მერე ისევ ვიგრძენი რო დებილი არ ვარ და ეტალონში აღებული მეოთხე ადგილის იმედგაცრუება რაღაცნაირად ამინაზღაურდა. ძალიან მიყვარს დიდი რიცხვები, 20 000 ში მეორე მართლა რაღაც კარგი რამეა!  

მომილოცეთ :) 

Apr 18, 2009

ბატონო წამყვანო

დღეს, დღეს რა - ღამე. 

ერთმა გამთენებელმა მომმართა და ესაო ისაო, რაღაცა ციტატები გადმომიკოპირა ეს ვისია ეს ვისიაო, მეთქი მე გაუნათლებელი ვარ კოელიოს და მარკესებს არ ვკითხულობ თქვო, ხოდა მერე რაღაცეები ვილაპარაკეთ და ბოლოს მკითხა რა? სად? როდის? - ს რატომ არ თამაშობო.

მეთქი რავიცი მივედი იმ დღეს ტელევიზიასთან ტრაფარატებით და ერთკაციან პერმანენტულ აქციას ვმართავდი და არ შემიშვეს მაინცთქო (ნუ ეს არ მითქვია მაგრამ აზრი ეგ იყო). აღმოჩნდა, რომ არასატელევიზიო თამაშები ცალკე იმართება თსუ-ში. 

მანდ თსუ-ში არისო 5 ტური. ჩელენჯიდან 16 გუნდიდან შემდეგში გადის 3 გუნდი, მერე ორი, მერე ერთი და ბოლოს სუპერში რა ხდება ვერ გავიგე.

   ჩელენჯი 

  |

მესამე

    |

მეორე

    |

პირველი

     |

სუპერი

მე ვუთხარი, ვერ გავქაჩავ მანდ მეთქი. ჰო რავიო, დამიკოპირა რაღაც კითხვა, (ლინგვისტუსის აღმოჩნდა) და გავეცი პასუხი :ალაჰაკბარ:

მერე კიდე ერთი, იმაზე ვერ გავეცი იმიტომ რომ ლოგიკური არ იყო და იმის შემდეგზე ისევ კი. 

შემდეგ სტუდიაში შემოვიდა გიორგი ბაქრაძე, ნატამ დაამატა ხოდა გიორგიმაც დამისვა რაღაც კითხვები და ვუპასუხე რაღაცეები და მერე ესე მითხრა გიორგი ბაქრაძემ რო შენ უნდა წახვიდე იქო, დასაწყისში შენნაირი 1-2 არისო. მეც შევიფერე და მოკლედ ნატა დეიდა წამიყვანს შემდეგ კვირას :) და მერე ძია გიორგი ჩამოვა 10 მაისს და იმასთან ერთად ვითამაშებ, უფრო კვალიფიციურ გუნდში (ან რამე ეგეთი სიტყვა, პრივილეგიას რო აღნიშნავდეს რა)

გიორგი ბაქრაძე მახსოვს სუ სუ ადრე თამაშობდა ხოლმე, და ერთხელ კიდე ამას წინ ვნახე. ახლა არაა საქართველოში. 

ხოდა მისურვეთ ეხა წარმატებები, ჩელენჯში გავდივარ! სულ რაღაც 11 წელიწადში 25 წლის გავხდები და შემეძლება გადაცემაშიც გამოვიდე :D 

Apr 17, 2009

ფლუდკონტროლი

ფლუდკონტროლის კაი მომჭერ
დედას მოვტყნავ ასოთხმოცჯერ!

Apr 14, 2009

ხიმში გაბლოგერდა!

პოზნი ზაჟიგანიე ვარ ვიცი.

მაგრამ, ხიმში მაინც გაბლოგერდა!

გაბლოგერდა ხიმში!


გოუ ხიმშ გოუ, ბევრი მუზა და საინტერესო პოსტები! იცოდე რო ერთხელ პოსტის ვერ დაწერა, ერთხელ ბლოგზე გულის აცრუება არაფერი არაა, ასეთი ბევრი შეგხვდება, მაგრამ დაიმახსოვრე:

ნამდვილ ბლოგერებს თავისი ბლოგის პაროლი ბოლომდე არასდროს ავიწყდებათ!

Apr 11, 2009

რათა



:иузер:

чужие

ჩემთან ჩაიარეს ეხა ბევრი ბევრი ხალხი იყო და წიოდნენ. ერთმა დაიყვირა გუშინ ლაწირაკებმა ცემეს ჩვენი პატარა ბიჭები, მათ შორის ქალებიო



პაზორ პაზორ...

Apr 7, 2009

აქუ.

აჰათ თქვენ აქუ.