Jul 9, 2009

დომენები - კრეატივი

თუ თქვენ გჭირდებათ მისამართი საიტისთვის და ვერ მოიფიქრეთ, ეს პოსტი ნამდვილად დაგეხმარებათ :) რამდენიმე იმ მისამართებიდან, რომლებიც ყოველ წუთს მაფიქრდება და მერე ისევ მავიწყდება :) 

 ხარ.ჯი
 გა.ჯი
 ჯიჯი.ჯი
 ავე.ჯი
 იმი.ჯი - სამოდელო სააგენტო :დ
 ima.ge < ეს განსაკუთრებით მაგარია ქართული ფოტოხელოვნების დომენისთვის –  I'm a GE = ima.ge = Image :D
 msio.ge << წაიკითხეთ უკუღმა :D
 გაი.გე
- ზმნა გაგება და არა ”gay.ge"  |-(
 გამი.გე
 გავი.გე
 აა.გე - წიპა რაღაც ონლაინში რამის აგება ფიმფრინავის ან შენობის ხზ/პორნო დომენი
 ფასკუნ.ჯი 
 გაა.ჯი  - ეს მაგარია :D
 gara.ge - მანქანების ონლაინ მაღაზია 
 განა.გე
 garba.ge - სანაგვე
 ამა.გე  - პორნო დომენი წიპა :D
 მოი.გე - უნამუსო ინტერნეტ კაზინო
 წაა.გე  -  ნამუსიანი ინტერნეტ კაზინო
 knowled.ge -  ენციკლოპედია/შემეცნებითი საიტი
 ed.ge  - დანები, ხმლები და ასე შემდეგ. 
 linea.ge
- 5000x shemodit all magari serveriaaaaa
 გადაიხა.დე კომუნალური გადასახადებიგადააგ.დე - სიგარეტის / ნარკოტიკის  გადამგდებების ურთიერთ მხარდასაჭერი საიტი. დამაცა.დე თ ხალხო და კიდევ  მოვიფიქრებ :)

inspired by dodka's post

Jul 3, 2009

Yes man!

დღეს კუს ტბაზე ვიყავით 5 მეგობარი, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა პროსტა 1 წყალში ჩამიყვანეს დიდი თხოვნის მერე და მაგარი სლეობა იყო.

ყველაზე საინტერესო წამოსვლისას დაიწყო, გზაზე რომ მოვდიოდით გივიკო მანქანებს ხელებს უქნევდა, გააჩერეთ გააჩერეთო. ჩემი რეჩები წიპა ”ოო გაჩე რაა” ”ნუ უქნევ” და მაგვარი სიტყვები. მიტყდებოდა მაგრამ თავში მიტრიალებდა აზრი რო მინდოდა გაბედული გავმხდარიყავი ოდნავ მაინც, და ”იეს” მეთქვა ცოტა ხნით.

ხოდა, კი მიტყდებოდა მაგრამ დიდი ქნევების მერე ერთმა გოლფმა გაგვიჩერა და იქიდან ბიჭმა თავი გადმოყო. ამ დროს გამიტყდა, სხვებსაც. გივიკომ უთხრა, იყოს, ბევრნი ვართ და ვერ ჩავეტევითო. იმ ბიჭმა ვინც ჩაეტევით ჩაჯექითო. შევხედე გივიკოს და წამო მეთქი ვუთხარი. ჩავჯექით.
     რა სისწრაფით გვატარებდა ვერ აღვწერ, მოსახვევებში სიჩქარეს არ აგდებდა, უმატებდა მგონი. ჩვენი გამოცდა უნდოდა ალბათ ან რამე ეგეთი მაგრამ მე პირიქით მსიამოვნებდა :)) ხოოდა, რომ ჩავედით ქუჩაზე ჩამოგვსვა, მერე ვიარეთ ცოტა კიდე, და ვაკის პარკის ასახვევთან მოვხვდით. გადავჭერით გზა და მარშუტკა გავაჩერეთ. მართალია ფული არ მქონდა, მაგრამ გივიკო უკვე იქაც მიმათრევდა და ფეხზე მეკიდა გადავაგდებდით თუ არა :))

უნდა ჩავმჯდარიყავი და ჩემი დეიდაშვილის ხმა გავიგე, გადავკოცნე რამე რუმე დიდი ხანია არ მყავდა ნანახი. მოვუყევი ჩამოსვლის ამბავი და გაეცინა, მერე მოიცა ტაქსში ჩაგსვავთო, გაგვიჩერა ტაქსი და გამომიშვა სახლში.

ასე რომ, YES MAN! :D

ამ კინოშიც ხომ ასეა, გაბედე და ყველაფერი კარგად იქნებაო :)

თითქოს გაუბედავი არაფერი, მაგრამ მაინც მაგრად მესიამოვნა.