Sep 30, 2008

დაგასწარით სუყველას!

ხოდა დაგასწარით :ჵ


მარო შენ თუ კიდე ამას კითხულობ, წადი კაცო ჭამე, გაერთე ილაპარაკე :) სულ ჰტმლები და იავასკრიპტები შეილება კაცო?


მომიკითხეთ ყველა, კოკოლა პივას რო იყიდის ჩემი დღეგრძელობის დალიოს. რამე ხო არ დამრჩა შეამოწმეთ.

:მო:

Me.

ეს მე ვარ სკოლის დაფაზე

Sep 29, 2008

Simple good day

დღეს კარგი დღე მქონდა, ესეგი
ნუ დილას სკოლაში ვიყავი, სამი ახალი კლასელი მყავს :) ორი გოგო, ერთი ბიჭი. ბოლოდან გამოგვიშვეს :ბის: ეს უკვე რაღაც სტიმულს იძლევა დღის განმავლობაში, ბოლოდან გამოგიშვეს! მაგარია :ბის:
ნუ, მერე აჩერედნოი შემოჯდომა კომპიუტერზე, მეცადინეობის პოპიტკა და ა.შ. ა.შ..
მერე 6 საათზე ოპერაში წამათრიეს (იმ პირობით დავთანხმდი რომ რაღაც მეორე დღის გაცდენის პირი უჩანდა, სწავლას ვეღარ მოვასწრებდი და :ბის:). ოპერაში ძაან კონსერვატორი ხალხი ჩითავდა, ”ჰუჰ ჰუჰ ჰუჰ ქალბატონო მარიამ, როგორ ოხუნჯობთ” და რამე. დავჯექით და კონცერტიც 10 წუთით გვიან დაიწყო. სიკვტილის რექვიემი დაუკრიათ პირველი, მე ვერ შევამჩნიე. რაღაც ლოჟაში ვიჯექით 4 კაცის დასაჯდომი იყო, მეორე სართულზე. მაგარი რამეა, კარები აქვს და კუპეს პონტშია. გინდა იარე იმ ლოჟაში, რაც გინდა ის ქენი სხვა არავინ არ შემოდის :) მაგარი გამოგონებაა, რაღაც საკუთრობის შეგრძნებას იძლევა. მაგარი შენობაა ისე, ეფექტური და დიდი. ხოოდა ათ წუთში თავი ჩამოვდე მოაჯირზე და კაი ხანი ვუსმენდი ამ პარამ-პარამ მელოდიებს. რაღაც ისეთი ნაწარმოებები არ იყო, კლასიკაში რომ მომისმენია.
ამ დირიჟორს ვერ გავუგე ვერაფერი, რა დროს როგორ იქნევს ხელებს ვერანაირი ლოგიკა ვერ დავინახე. ხალხი შეკვეთილივით ყოველ მეორე ან მესამე კომპოზიციის მერე უკრავდა ტაშს, სხვა შემთხვევაში პონტი არ იყო ვინმეს ხმა ამოეღო.
შემდეგ გამოვიდნენ მომღერლები, მაგრა მღეროდნენ. პროსტა რო დაამთავრებდნენ სიმღერას ცხრაჯერ გადიოდნენ და შემოდიოდნენ - გააკეთებდნენ რევერანსს და გავიდოდნენ. ნუ მოკლედ, ოჩენ სტრანნი რამე იყო ოპერა ჩემთვის.
შემდეგ მაკში ვიყავით მე ჩემი და და დედაჩემი. ძალიან კარგი დღე იყო, ნასიამოვნები დავრჩი :)

ამოჩემებული.

მაი ქემიქალ რომანს - თინეიჯერს.





ბილ ჰალი - როქ ერაუნდ და ქლაქ


საუკუნის ღადაობა :D ჯუსი პიგს ენდ ქორქი - ამ ზი ონლი გეი ესკიმო




:ლოოოლ:

Sep 27, 2008

ბუთი-ბუთი-ბუთი

თოილეთფეიფა ფიქჩერზ ფრიზენთს

რეჟისორი:მე
ოპერატორი:ჩემი და :2კისს:
ჟანრი:ჰალე-ჰოპი, ტრაკიკომედია.
ფილმის დასახელება: მომე ბუთი-ბუთი-ბუთი.
იდეის ავტორი და სცენარისტი: მე
როლებში: ფოქსი, მე.
მთავარ როლში: ბურთი.
მოკლე შინაარსი: ყოველდღიური სიცოცხლით დაღლილი ძაღლი მის პატრონს რეზინის ბურთს მიუტანს და თამაშს სთხოვს. სალტოებისა და კოტრიალების საათობით კეთება მისთვის სულაც არაა დამღლელი..
ფორმატი: .გიფ


მომე ბუთი-ბუთი-ბუთი - უყურეთ აქვე.




ტრეილერი



სმაილის პონჩი