მოკლედ, მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან სახალისო საიტი - Listverse.com
ჰო, ნუ რაში გამოიხატება ამ საიტის მაგრობა: ამ საიტზე შეგიძლია ნახო ტოპ 10 თითქმის ყველაფერი - ყველაზე საშინელი დაავადებბი დედამიწაზე, ყველაზე უცნაური ცხოველები, ყველაზე ცუდი რაღაცეები ბუნებაში, ტოპ 10 ბოლო სიტყვები, ტოპ 10 გამოთქმები, ტოპ 10 რავიცი კიდევ რა.
მოკლედ, მინდა ავღნიშნო რო ძალიან საინტერესო საიტია (რომელი ფრაზა ჩამეკოპირებინა სკაიპის სტატუსში აღარ ვიცოდი :გივი:). ზოგადი განათლებისთვის ძალიან ინფორმატიულია, თან ეტყობა რო ვიღაცა პიკზოკომმა არ გააკეთა, საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციებია თავის ვიდეო-ფოტო მასალითურთ.
აი მაგალითად, თქვენ იცოდით ასეთი ცხოველის არსებობის შესახებ "Honey Badger" ჰქვია, რომელსაც არაფრის, დიახ არაფრის ეშინია! მაჩვს ჰგავს გარეგნულად ძალიან, შეხედავ საყვარელი ვინმეა, მაგრამ ხან ლეოპარდებს დასდევს, ხან შხამიან გველებს, შეუძლია 15 წუთში 5 გველი მოინადიროს! ასევე ულაპარაკოდ უვარდება სკაში ერთერთ ყველაზე შხამიან ფუტკარს - აფრიკულ თაფლისმკეთებელ ფუტკარს მხოლოდ იმის გამო, რომ თაფლი უყვარს :)
შეიძლება გესლიან კობრასთან ბრძოლაში გველმა შხამი შეუშხაპუნოს, მაგრამ არაფერია ეგ მისთვის. გამოიძინებს ცოტა ხნით და ახალი შემართებით შეუდგება თავისი უშიშრობის დამტკიცებას :)
ასევე, ძალიან სახალისოა ბოლო სიტყვები, მაგალითად: ერთი მკვლელი სახელად ჯეიმს ფრენჩი (James French) დაიჭირეს და ელექტროსკამზე სიკვდილი მიუსაჯეს. სიკვდილის წინ მან მთელი ძალით დაიძახა:
ეი! მეგობრებო, რას ფიქრობთ ამგვარ სათაურზე ხვალინდელი გაზეთისთვის - ”ფრენჩი შეიწვა!”
რაც ინგლისურად ძალიან საინტერესოდ ჟღერს:
Hey, fellas! How about this for a headline for tomorrow’s paper? ‘French Fries’!
ასევე:
”It's Stopped"
ჯოზეფ ჰენრი გრინი - მისი ბოლო სიტყვები, რომელიც მან თავისი პულსის გაზომვისას თქვა.
”Now, why i did that?"
გენერალი ვილიან ერსკინე, სიტყვები წარმოთქვა მას შემდეგ, რაც ის ფანჯრიდან გადახტა. ლისაბონი, პორტუგალია 1813.
მოკლედ, ეწვიეთ ამ საიტს!