მეგობარმა გამომიგზავნა ამ კლიპის ლინკი, ქართველი ვინმე შოთიკო ბოჭორიშვილის - ხელები ცისკენ. კლიპი სტატიის ბოლოს. აუცილებლად წაიკითხეთ ბევრი ვიწვალე!!!
გენიალური კლიპია, ჯერ დასაწყისია ისეთი, ჯერარდ ვეიმ რო ნახოს, მთელი მაი ქემიქალ რომანსი თავს მოიკლავს და საფლავში გადატრიალდება.
ეს ბიჭი დევს რაღაც პროსტინაზე, დასაფლავებაა (პროსტინაში უნდა გაახვიონ ალბათ) და გოგოები ვარდებით ხელში დგანან. ამ დროს შოთიკო თავს მოაბრუნებს და მთელი გოგოები გამორბიან იმერულ ესკიზების მაგვარად მიიცვალებული აღსდგა მიიცვალებული აღსდგაო დაფეთდებიან. მთლად ქემიქალ რომანსური არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ გოგო უნდა იწვეს იმ კუბოში კიარადა, მაპატიეთ, პროსტინაში. სავარაუდოდ გოგო ვერ დაითანხმეს და შოთიკომაც, თავი კუბოში სადებად არც მე მინდა და მოდი პროსტინაზე დავწვებიო.
My chemical romance და იმერულ ესკიზებს ვინ გაკმარებთ, ჯერ ყველაფერი წინაა. ვიდეოკლიპი შემდეგნაირად ვითარდება - შოთიკო სახეზე კაპიტალური რემონტით და ექსტრავაგანტული თმებით გვევლინება ცხრასართულიანი შენობის სახურავზე, შუქის გიტარასთან ერთად, რაც რათქმაუნდა სიმბოლურია და შოთიკოს როკიზმისკენ მიდრეკილებას ააშკარავებს.
ლირიკაც არ ჩამოუვარდება კლიპს ორიგინალურობაში:
”ხელები ცისკენ
ვიმღეროთ ისევ
აქ ყველა გვისმენს
სიცოცხლეს იწყებს
სამყარო სივრცეს
ქვეყანას მისცემს
და ამ სივრცეში
მე ვერავინ მიგებს”
ამ ემო ნოტაზე დავპაუზდეთ, რადგან სახურავიდან უკვე სიტუაცია ერთობ აღსანიშნავს სცენაზე გადადის - შოთიკო შეჩქვიფებული სახით კუსტბაზე არბის. უი, უკაცრავად სახურავი არსად წასულა, დაბრუნდა თან შოთიკოსთან ერთად იქ მისი მეგობარი სუპერ გიტარისტი ბიჭია, პირობითად არჩილი დავარქვათ.
არჩილი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, თან ეს აკორდი უყვარს ძალიან -
უეჭველად ძალიან უყვარს, თან ისე უყვარს რომ სოლოს დროსაც ეგ აკორდი უჭირავს, ნუთუ დაფასება არ უნდა? ასეთ ვირტუოზულ სოლოს უკრავს, წარმოიდგენ რომ თითები დამტვრევაზე აქვს მაგრამ ნურას უკაცრავად, მას მედგრად უჭირავს მისი საყვარელი აკორდი, რომელიც როგორც სპეციალისტები ამბობენ, Dm#7-ის ევოლუციური შთამომავალი უნდა იყოს.
არჩილი ისეთი ძლიერი გიტარისტია, რომ მისთვის ეგრედ წოდებული ”რემენი” საჭიროებას არ წარმოადგენს. მას შეუძლია ერთდროულად დაუკრას გიტარაზე თავისი Dm#7 აკორდი ოთარ რამიშვილისებრი რიტმით, და თან მაჯით გიტარა დაიჭიროს. ერთი შეხედვით ზემოაღნიშნული აკორდი გვაგონებს ”რემენის” არ ქონის დროს გამოწვეული დისკომფორტის ძლევას - თითქოს არჩილს ორივე ხელით უჭირავს გიტარაო, მაგრამ არჩილისგან ეს არარეალურია.
ლირიკის გაგრძელება:
ხელები ცისკენ, სულები ღვთისკენ
ახლა უკვე მოქმედება შიგ კუს ტბაში გადადის, შოთიკო და არჩილი დგანან შიგ კუს ტბაში, ნუ შოთიკო თუარა, არჩილი მაინც. თან არჩილს ეტყობა ძვირადღირებული ჯინსები აცვია, აკაპიწებული აქვს მუხლებამდე.
აქ უკვე სოლო მოდის, Dm#7maj სოლო, აქ თან ოპერატორი ვირტუოზულ თითებს ახლოდან გვანახებს, რომელიც მედგრად იღებენ არჩილის საყვარელ აკორდს. ძალიან მიყვარს ეს მომენტი.
სოლოს დასასრული ისე ვითარდება, თითქოს არჩილი სახურავიდან ისვრის გიტარას, მაგრამ სადაა მაგდენი გიტარები, დასაწყისი გვაჩვენეს და უშუალოდ ხელის გაშვების პროცესი უნდა წარმოვიდგინოთ. კრიზისია მსოფლიოში!
ნუ შემდეგ უკვე სახურავი სიბნელეში, შოთიკოს სირბილი, და დასასრული კარგად ვერ გავიგე, შოთიკოს გაიტანს მანქანა, რომელშიც ზის შოთიკო და შოთიკოს ეღვიძება... დაახლოებით ასეა...
ახლა კი თვითონ კლიპი:
22.04.2023
1 year ago
18 Comments:
ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ
აჰხჰაჰჰაჰააა...
რა სინაზეა ..
ეხ სიქრეთ, შენგან გამკვირვებია სცენარი რო ვერ მოტვინე. 2 ტიპი მოდიოდა უკრიშო მანქანით (ვერ ვიცი მაგდენი რა მოდელია:( ) ხოდა თავის თავს დაეჯახნენ. თავი დაარტყეს და გამოფხიზლდნენ და ბევრი იცინეს :))))))
სლაბო შენც ესეთი გადაიღო??? ვითომ კლიპი :P
ხოდა ესე თქვენა რჩევა:
რომ ეწევით პაპიროსებს
შიგ რომ ტენით მწვანე ტოტებს
და თან უსმენთუსმენთ ბევრ ბევრ როკებს
შოთიკო და აჩოსავით
ზოგჯერ ტვინიც დაგიტოკებთ
"თან არჩილს ეტყობა ძვირადღირებული ჯინსები აცვია, აკაპიწებული აქვს მუხლებამდე."
აჰაჰაჰაჰაჰა :lol:
"ხელები ცისკენ, სულები ღვთისკენ"
ვიიიიიიიიი
არ იყო ისე ცუდად გადაღებული. ბოლო სცენა ვერ გავიგე და მერე წავიკითხე :P
ვაიმე რა საშინელებააა :D
1. კლიპის დასაწყისი კათოლიკურ ეკლესიაშია გადაღებული, ეტყობა მართლმადიდებლება არ შეუშვეს :D
2. ერთ–ერთი გოგო, რომელიც დასტირის შოთიკოს ცხედარს, მგონი ის გოგოა ამტანში, რომ იყო – ნატა :D
ხოო ნატა მეც ვიცანი ულამაზესია აქ:D როგორც ყოველთვის....
ისადა ამის პარიკმახერის ნომერი თუ იცით ვინმემ დაწერეთ რაა:) ფლიიიიიიიზ
ჯეიბი გამახსენდა ქარსელაძე,მგონი შოთაიეს წინაპარია..
ბუეჰეჰეჰეეე, ო მაი გად :):):)
ამტანების სასტავები ჩითავენ? :):):) კაკოი კოშმარ მართლა, მაგრმა იხალისონ, რა უშავს :)
@tao tao
მივხვდი, როგორ ვერ მივხვდი მარაა ბესსმისლიცა.
@ჯენი
რა არ იყო არ გამაგიჟო, გიტარას რო შნური უნდა ელექტროს და სოლოს დროს ერთი და იგივე ’აკორდზე’ ხელის ქნევა არ შველის არ იცი და როცკერობაზე დებ თავს, პახოდუ მაი ქემიქალ რომანსს ბაძავ და კუბოს ვერ შოულობ, არაა საშინელება? :))
ნუ აკაპიწება ბაზრებზე და გიტარის სროლაზე არაფერს აღარ ვამბობ, დაედოთ რამე ბალიში და ისე ესროლათ, ფეხები და დაცემის ადგილი მაინც არ გამოაჩინეს და ხელის გაშვება გამოეჩინათ :))
@ბას
მაი ქემიქალ რომანსის ჰელენაში კათოლიკურია და მაგიტო :))
გული დამწყივტე ეხლა შენ მე : (
აბა კარეგად დააკვირდი ერთი ბოლო
კლიპში
თავზე ჩამომხატული რაღაცის
ვერ ცნობ გოგონას? : )))
ლოლ
ანდა
ბნ თენგიზს
რა დიდი რუდუენბით უჭIრავს
ჩემი მიკიმაუსიანი გიტარა
დაკვრის აზრზე არ იყო : ))
პორტტს ა ფოტოები
და კლიპი მეცნო
პოსტს სახლიდან წავიკითხავ ბაბყ :*
au sirbilze ar gadaobt? ranairad darbis :)))))))))))))
გრრრ... ცუდად ვარ...
გიტარამ დაგლიჯა...
ეს თავიდან გალსტუკი რომ მოიხსნა, უფრო სწორედ ყლინჯი, მერე ქუჩაში რომ გაიჩითა და კიდე ერთხელ რომ მოიხსნა... არჩილის "სახე" სულ ბოლოს მოჯმის დროს მყოფ ჩიხუახუას მახსენებს...
ვაიმე ო მაი გაძ
რა საყვარლად დარბის
დორბლი მომადგა
ისე დაუკვირდით რა გოწიკურია :D
sorry ra, damezara convert.geze gadasvla
es halstuxi ramdenjer unda moixsnas ver metyvit?? :D:D:D:D
eeee es gitaristii tengoaa burdzenidzee :))) xaxaxa uime katasrtopaaaaaaaaaa
სად შოულობთ ასეთ კლიპებს, ცუდად ვარ უკვე ჯერ აღწერისგან სიცილით და მერე თვითონ კლიპის ხარისხით. რითი გადაიღეს, ხაზები რომ ჩნდება და საზიზიღარი ხარისხი რომაა, რისი ბრალი უნდა იყოს ნეტა?
აუუ :D
ეს კლიპი რო ვნახე ცუდად ვიყავი :D
ჯერ ხო სიმღერის ტექსტი საშინლად შინაარსიანია : D მუსიკა და შესრულება მმმ..:X
კლიპი ხო რავიცი
გიტარისტზე მეც ბევრი ვიცინე და გიტარის გადაგდება რო ვნახე იმაზე სკამიდან გადმოვვარდი :X
ისე სიმღერა კი არა სირბილიც არ იცის წესიერად :D
რო ვნახე უცებ პამელა ანდერსონი გამახსენდა "მაშველებიდან" :D
kargit ra... ase dzaanats nu sheamkobt, etsada bichi... tan gerard way misi kumiria, ra knas... :/
Post a Comment