ინტერვიუ ანანო ირემაძესთან.
აქ კურიერს კი ვამბობ, მაგრამ არ დაიჯეროთ! მონტაჟია ეგ და დადგმა..
Jun 29, 2009
საინფორმაცია გადაცემა ”კუბო”
ავტორი: Secrets დრო: 11:56 PM 6 კომენტარი
კატეგორია: TVიური, ვიდეო, თოილეთფეიფა ფიქჩერზს
Jun 28, 2009
ბიბიდი, ბაბიდი, ბუმ!
მოკლედ, გუშინ და დღეს იყვნენ ჩემები წასული სოფელში. მე თბილისში დავრჩი, მიშო და გაგაც იყვნენ სტუმრად და დარჩნენ ღამე.
ეს კიდევ ერთადერთია რაც გადავიღე მძინარე ადამიანით თამაშის 1000 ხერხიდან.
მანიკურები, ცივი ყინული, პირში თითების თხრა, ფოქსის ტლოკვა, და ასე შემდეგ. ამ ვიდეოში კი ნახავთ შვიბიდი-ბაბიდი ბუმცს :)
ავტორი: Secrets დრო: 8:23 PM 5 კომენტარი
კატეგორია: TVიური, თოილეთფეიფა ფიქჩერზს, მეგობარი, ძილი
Jun 17, 2009
დაეხმარეთ მიშოს! გთხოვთ.. :(
გაავრცელეთ!!!
*** ეს ის არ არის რაც შენ გგონია ***
გამარჯობა, მიშოს შენი დახმარება სჭირდება. ამ ლინკს კი მსოფლიოს 80 დღეში შემოვლა - http://help-misho.netne.net/misho.php . რომ გითხრა, თუ 20 დღეში მეგობრებს არ გაუგზავნი დაიწყევლებითქო ტრუხა იქნება, უბრალოდ გაავრცელე ეს და დაეხმარე მიშოს (happy)
თუ უახლოეს ნახევარ საათში გაუგზავნი ბევრ ხალხს, საჩუქრად მიიღებ თუნუქის ჩაიდანს. See And Gaavrcell !
ავტორი: Secrets დრო: 1:20 AM 2 კომენტარი
კატეგორია: Cool :D, ბიჭი, თოილეთფეიფა ფიქჩერზს
Jun 11, 2009
პლაგიატიზმ ბლია!
[UPDATE = პოსტიც ვიპოვე, ჩემი დაწერილი :) აი აქ ნახეთ. დიდი მადლობა სვიტის!]
ფორუმ თინ ჯის ბოლოს დაპოსტილ თემებს დავხედე, და საინტერესო სათაური შევამჩნიე
შევედი და რას ვხედავ, ჩემი 1 წლის წინანდელი დაწერილი ანტარასის ქრონიკა, ფორუმ.ჯიზე პრედატორის თემაში რომ დავტოვე, ის!
რა არის ამ ხალხს არ აქვს ნამუსი? ან ავტორი მიაწერონ, ან მადლობა თქვან, რას გაიგებ რა.. ამაზე მეუბნებოდნენ ხოლმე, შენი დაწერილიაო თუ არაო, მახსოვს. ახლა რომ გადავიკითხე ჩემი მაშინდელი წერის მანერა გამახსენდა, აი ბლოგზე თავიდან რო ვწერდი, ისეთი.
ხოდა, ფორუმჯიზე ვეღარ ვხედავ იმ თემას, არადა დაკაზაწელსტვის გარეშე მიტყდება მტკიცება :დ ჰოდა, მოკლედ ქვემოთ გთავაზობთ ანტარასის ქრონიკებს:
2 დღეა ალი ჩათი გადავსებულია ბობოქარი სამშობლოსათვის თავდამდები სიტყვათა კორიანტელით.. ოჰოჰოჰოოიიიი დიდო ლაშქარო მოდით დაიცავით ალი თქვენი და იქნებით დაცულნი.. დროპი ყველას შეგვხვდება [აქ ორი ასოთი შემოვიფარგლები - ჰმ..] მოდით ყველა! ჩენგესა ცალკე იძახის ბოტით - მთელი ალი ანტარასის შესასვლელთან! ახლავე მალე შევდივართ.. ასე იძახის 2 დღეა უკვე... მართალია DH ვერ გვკლავს მაგრამ ვერც ჩვენ ვაკეთებთ ვერაფერს... მაგრამ მაინც ყველა იქ ვართ და მანევრირებებს გავდივართ.. 2 ღამე გაუთენებიათ ჩვენ დიად მეომრებს.. მაგრამ DH ს სიტუაცია გვამცნობს რომ ისინი გარეთ გამოსვლას და კატლეტში რეინკარნაციის გაკეთებას, ურჩევნიათ TP ზე მწნილში გარდაისახონ... მოკლეთ 2 დღე ღამე ასე გავიდა.. გადმოვა ვინმე, მაგალითად მჭედლო ან DH ან ვინმე ასეთი, გადმოვა... შეაფასებს გარშემო მყოფ გარემოებათა ცვლას, აურას, აკუსტიკასა და ჩვენი მანევრირებების ხარისხს და გადავა უკან სოე-თი. ამ დროს უკნიდან დიდი ჩუქუ ჩუქუ მატარებელი გამოივლის ბლადყ ლორდებისა , ჩვენ არ ვკლავთ, ვიფარებთ მათ და ასე შ. (:დ ინტელექტუალურ მანერაში შეცდომებიც მეპარებოდა 13 წლისას XD)
ბოლო დილას შევედი და ვიკითხე - გაჩდა ტასიკო? მიპასუხეს რო გამჩდარა. სიტუაცია არ იცვლება.. ისევ მანევრირებას გავდივართ ზოგადი მტრის წინააღმდეგ რომელსაც ტე პეზე ფესვი აქ გამჯდარი. ვკითხულობ თუ რატომ არ შევდივართ შიგნით. ჩვენების უმრავლესობას, რომელიც მთელი 2 დღე ღამე მათ გვერდით იდგა და უხილავ მაგრამ მოსალოდნელ მტერს ანეიტრალებდა, ანტარასის ქუესთი არ ჰქონდა შესრულებული. აქ ოდნავ კი დავიბენი ნეტავ რატომ მოდიოდნენ მეთქი მაგრამ ეს არ შევიმჩნიე. წავიდნენ ქვესთის გასაკეთებლად. ამ დროს საიმედო წყაროები იუწყებიან რომ მასთან ერთად თვაილაითის ბოტები ასრულებენ საჭირო ქვესთს. აქ უკვე ოდნავ მეტად დავიბენი და ვიკითხე რატომ არ დააპეკავა ის ბოტები. მაგრამ გავიგე რა, რომ პე კას შეიძლება რამე გაუვარდეს,რაც ნამდვილად არ ვიცოდი აქამდე(!) დავდუმდი...
მოკლეთ ანტარასი გაჩენილია... ჩვენი ტრეინინგები ცოტა უაზრო გახდა. არა იმიტომ რომ ჩვენი მტერი ვირტუალურია და ალბათ იმ აიფაჩით ჩანს მარტო რომელიც ხელმძღვანელს უკეთია, არამედ იმიტომ რომ ქუესთში დაიბნენ ჩვენიანები. ასეა თუ ისეა ჩვენ გამწარებით ვიცავთ იქაურობას. ამ დროს ვხედავ რა რომ ბიშოპი, სახელად "ბონი" შევიდა ანტარასთან, ვაუწყებ გნომკას, რომ "იქნებ" იქამდე შევსულიყავით სანამ DH დააგდებდა ლენდ დრაგონს. მაგრამ მტკიცე უარი მივიღე[!]..
ნუ მოკლეთ ანტარასის კრისტალთან დავდექით ყველანი.. ვცდილობდით არავინ გაგვეტარებინა მაგრამ ჰოი საოცრებავ და არ გამოვიდა ეგა... აი აქ კი წინამძღვარის გამჭრიახობამ იქუხა და გაისმა სიტყვები: გადავედიით..
ჰოი საოცრებავ და |თურმე| ანტარაასთან ტპ ფის ზონი არ ყოფილა. ხოდა აი ადგა დე ჰაში და დაგვყარა ქათმებივით...
ამ დროს აჯანყების ტალღა წამოვიდა მაგრამ ლიდერის მოადგილის ვალნარეზებს ვერ გაუძლო! ნოუ Fლუდ! ყვიროდა ის... დამაცადეთ ნუ წერთ ალი ჩათში! ამ დროს მე დავწერე: ოკ ჩუმად ვართ რა არის გადაწყვეტილება? ტომ.. პასუხი არ ისმის.. ასე ჩუმად ვიყავით პოემის მოლოდინში და ბოლოს გაისმა: აუ კაროჩე გავედი მე რაა ნერვები მომეშალა...
ავტორი: Secrets დრო: 2:16 PM 2 კომენტარი
კატეგორია: lineage 2, თოილეთფეიფა ფიქჩერზს, ჩანახატები
Jun 10, 2009
გთხოვთ შეავსოთ გამოკითხვა.
Note: სანამ ხმას მისცემთ გამოკითხვაში რომელიმე პასუხს, გთხოვთ, წაიკითხოთ პოსტი.
ალბათ ყველამ, ვინც ამ ბლოგზე ყოფილა იცის მისი აჯაფსანდალურობა.
ყველანაირ პოსტებს შეხვდებით: პოეზია, პროზა, დღიური,კრიტიკული სტატიები, ჩემი შექმნილი ანიმაციები, სტატიები ნოსტალგიურ თემებზე, ერთგვარი თამაშები და გამოცანები, სკაიტუსები, და ასე შემდეგ.თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ისმის კითხვა:
რისი პოვნა უნდა მას, ვინც ჩემს ბლოგზე შემოდის?
ვფიქრობ, უნდა იყოს რაიმე განსაზღვრული, რის სანახავადაც ხალხი შემოვა. წამიკითხია, ბიზნესში მთავარია განსაზღვრული სფერო გქონდეს, სადაც საკუთარი კლიენტი გეყოლებაო. აი ჩემ ბლოგზე კი ნამეტანი არეულია ეგ ამბავი, მისი წარმატების შეფერხებას ახდენს სწორედ ეს პრობლემა. ამიტომ, მგონი დროა დავსვათ კითხვა:
რისთვის შემოვა ადამიანი ჩემს ბლოგზე?
ამ პოსტით მე ვეცდები გავარკვიო, რისი წაკითხვა ესიამოვნება მკითხველს.
მაშ ასე: ხმა მიეცით:
1. კომპოტები, პოეზია. - ასეთი, ასეთი და ასეთი(?) პოსტები. ანუ, ძალით ღადო პოეზია
2. პროზა და მოთხრობები - ასეთი, ასეთი და ასეთი პოსტები. ანუ, ძალით და არა ღადო პროზა
.3. ანიმაციები და etc - ასეთი, ასეთი და ასეთი პოსტები.
4. კრეატივი - ასეთი, ასეთი და ასეთი პოსტები.
5. ვიდეო და სხვიტები - აი, ასეთი პოსტები :)
6. კრიტიკა და სტატიები: ასეთი, ასეთი და ასეთი პოსტები. ანუ, გურჯისტანი ბლიად და ’ეს საინტერესოა’
ძალიან გთხოვთ, დაწეროთ აზრი კომენტარში და მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში, მაღლა და მარჯვნივ.
ავტორი: Secrets დრო: 1:39 PM 5 კომენტარი
კატეგორია: კითხვა
Jun 7, 2009
მულტიპლიკაციური ნოსტალგია II
ცოტა ხნის წინ ბლოგზე დავპოსტე Cartoon Network-ის ძველი მულტფილმები, რომლებიც ყველა ჩემხელას ან ჩემზე დიდს ახსოვს.
დღეს შემოგთავაზებთ ძველ ანიმაციურ ფილმებს, რომლებიც ყველას ძალიან გვიყვარდა.
1. Visioneries:
ეს მულტფილმი არ მახსოვდა, ერთერთ ფორუმზე ვნახე ინტრო და ძველი დრო გამახსენდა. ძალიან, ძალიან მიყვარდა ეს ხალხი, ’მუცელში რომ არსებები ჰყავდათ ჩასახლებული’ და დიდი დროშის მაგვარი, ოთხკუთხედთავიანი ჯოხები ეჭირათ. ჩემი ერთერთი საყვარელი მულტფილმი იყო :(
2. Beast Wars
ტარანტულო! აბობოქრდი!
3D ანიმაციები მაშინ რაღაც არარეალური იყო, გამოქლიავებული უყურებდა ხოლმე ყველა. და, რა თქმა უნდა, ორი დასამახსოვრებელი ფრაზა - ტარანტულო! აბობოქრდი! & კინგ-კონგ, გაძლიერდი! მახსოვს, ბოროტები აბობოქრდის ამბობდნენ ხოლმე, კეთილები ’გაძლიერდის’.
შვიდის ნახევარზე იწყებოდა ხოლმე, 6 საათიანი კურიერის შემდეგ :)) და ყველაზე მაგრა ასწორებდა ვიღაცა ახალი როჟა რო გაეძრობოდა, ერთხელ თეთრი ვეფხვი გაეძრო მახსოვს :D
3.ვარვარ კონანი
ეს მაგარი კაცი ვის ახსოვს? ხვლიკებს რომ ეომებოდა ხოლმე და ”იმ შუქზე” უშვებდა :დ
ფარიდან გამოფრინდებოდა ხოლმე რაღაც ფრინველი და ეხმარებოდა ომში. აქ ერთი გოგო იყო ის მევასებოდა :დ
3. პაპირუსის თავგადასავალი
ო, სეტ! ომბოსის მბრძანებელო! <- დაუვიწყარი სიტყვები :D ნორმალურ ენაზე ვერ ვიშოვე :(
საუნდტრეკი <3
აბა, კიდე ვის რა გახსოვთ? :) გრენდაიზერი ვიცი რო გახსოვთ :დ
ავტორი: Secrets დრო: 9:48 PM 4 კომენტარი