Mar 30, 2010
Mar 27, 2010
გვკრიზისს ©
გამარჯობა, ერთგულო მკითხველო. [შეგნებულად მხოლობით რიცხვში]
ძალიანაც რომ გაურკვევლობაში ვარ მოხვედრილი.
წინასწარ გაფრთხილებთ, ვისაც რამის კონკრეტულად გაგება უნდა - სხვაგან მოხვდით.
პრობლემა - პრობლემაზე, გაურკვევლობა გაურკვევლობაზე ლაგდება. შემოქმედებითი პორტები დახურული მაქვს, არადა შიგნით ერთი ამბავია ატეხილი.
ვიცვლები.
დავიკარგე საკუთარი თავის ძიებაში.
რამე უაზრო, ყოველგვარ მიზანსა და მიზეზს მოკლებული ქმედების სურვილი მაქვს. უბრალოდ, შოკისმომგვრელის.
ისეთის, მე თვითონაც რომ ვერ მივხვდე, თუ რატომ გავაკეთე.
რაღაც უნდა შეიცვალოს, კარდინალურად.
სიზმრის ქარბუქში მინდა დგომა, გარშემო მხოლოდ მუქი ლურჯი სივრცე რომაა, ღრუბლებითა და ძლიერი, შავი ქარით.
არ ვიცი რატომ, მაგრამ თავში მუდმივად რამდენიმე კადრი მიტრიალებს.
დგას კაცი ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, გარშემო ელვა, ღრუბლის კონტურები და გაურკვეველი შტრიხები დაფრინავენ.
კაცს თმები უფრიალებს, მაგრად დაბჯენილი ფეხებითა და შეკრული მუშტებით ელის ბნელ ქარბორბალას.
სიჩუმეა, ყველაფერი უაზროა, როგორც სიზმარში. ყველაფერი იცვლება, თუმცა ხმას არაფერი გამოსცემს.
კაცის პირისპირაა უკვე ქარიშხალი და მას არჩევანი ეძლევა:
fight of flight.
და აქ ყველაფერი მთავრდება, უაზროდ, რა თქმა უნდა.
ამ რამდენიმე კადრს ვეტრფი, მაგრამ არც კი მესიზმრება. უბრალოდ მინდა რომ ეს მოხდეს, არ ვიცი რატომ.
არ მჩვევია მე ესეთი რაღაცები, არც კი ვიცი როგორ შეიძლება წარმომიდგეს მაგის მოხდენა. ან რა მინდა საერთოდ ამ კადრებისგან?
არ ვიცი. გავგიჟდი?
და ისე, ჩემი ბლოგის შესახებ მინდა ვთქვა რაღაც.
პატარა ბავშვის დღიურს ჰგავს, მარტო მაშინ ახსენდება, როცა ცუდადაა.
და რაც მთავარია, მხოლოდ თვითონ კითხულობს.
ავტორი: Secrets დრო: 9:31 PM 7 კომენტარი
Mar 15, 2010
კონტრასტი!
დილას ოლიმპიადა მქონდა, ქართულის მეორე ტური. პირველზე უკეთესად დავწერე და სხვებმაც თუ არ გააუმჯობესეს ნაწერი, წესით, პროგრესი მექნება.
ოლიმპიადის მერე გაგა და ლენე ვნახე, მერე მე და გაგა ავედით "რა? სად? როდის?ზე”. ჩელენჯიდან იდეაში ახალ შექმნილ ’მეოთხე’ ლიგაში უნდა ჩავესვით. ძალიან ბევრი გუნდი დარეგისტრირდაო და დაამატეს ეგ ახალი ლიგა.
ჰოდა, მე მანდ მინდოდა თამაში, თან ლეკოს გუნდიც მანდ თამაშობს, რომელიც რატომღაც პირდაპირ მეოთხეში ჩარეგისტრირდა xD მაგრამ, ადგილი აღარ იყო და მაღალქულიანი გუნდები გადაგვსვეს მესამე ლიგაში. იმდენი ხანი მოუნდნენ გუნდების გადალაგ-გადმოლაგებას, რომ თამაშის დასაწყისშივე დაღლილი ვიყავი.
ძალიან ცუდი კითხვები იყო! სულ ფაქტობრივ ცოდნაზე, გატეხა. ცუდადაც ვითამაშეთ, მაგრამ ორი ლიგით აწეულები ვართ და შევეჩვევით აქაურ გარემოს -.-
ერთი წამოვიძახე, რანაირი კითხვებია, რა ჰქვია მამაჩემს? მეთქი და მოსიძემ გაიგო, გაეცინათ xD
თამაშისას მეგობრებიც ვნახეთ, ნატალი, მანქი, იკა და ნათ-ნათი. ნათნათი და ნატალი მოვიდნენ ისე, თორემ მანქი და იკა მანდ მუშაობენ ისედაც =.= 5 საათზე ძალიან, ძალიან დაღლილი გამოვუყევით ვაჟა-ფშაველას და ბოლოს პოპულში შევედით, რაღაცები ვიყიდეთ და მერე მე სახლში ავედი.
დრო არ მქონდა, დედაჩემთან ძველი თანამშრომელი იყო მოსული, რომელიც დიდი ხანია გერმანიაში გაჰყვა ცოლად ვიღაც ძალიან უცნაურ კაცს, ინტერნეტით გაცნობილს. ავიღე გიტარა, ფული გამოვართვი და რეპეტიციაზე წავედი. გზაში 900 კაცი მირეკავდა, ტელეფონი რო ჩავრთე ათამდე მესიჯი იყო. ცოტაღა მაკლდა და ვაგინებდი ყველას..
მერე ავედით რეპეტიციაზე, თორნიკე მოვიდა. მერე ჩავედი ჩემი კლასელი სოფოები ამოვიყვანე. იდეაში, უკეთესიც შეიძლებოდა მაგრამ ნორმალური რეპეტიცია გამოვიდა. ძირს მიწოლილი ვუკრავდი.
ა, ჰო. სარეპეტიციოს პატრონმა სხვა ჯგუფიც დაიბარა თურმე 6ზე და ჩვენ რომ ვაწყობდით ინსტრუმენტებს მაგ დროს შემოვიდნენ ისინიც xD მერე გვთხოვეს, 7დან 9მდე არ შეგიძლიათ თქვენო? არა-მეთქი. იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი.
სახლში რომ მოვედი ძლივს დავდიოდი. მერე დედაჩემმა გამომკითხა მთელი დღე, ოლიმპიადის ამბები..
და რატომ კონტრასტი?
სკოლაში არ წავედი, ყელი და ყური მტკივა
ახლა იმდენად მოწყენილი ვარ, რომ ამხელა პოსტის დაწერა არ დამეზარა.
ამიტომ კონტრასტი.
აღჰჰ!!
ავტორი: Secrets დრო: 1:37 PM 3 კომენტარი
კატეგორია: დღიური