გამარჯობა, ერთგულო მკითხველო. [შეგნებულად მხოლობით რიცხვში]
ძალიანაც რომ გაურკვევლობაში ვარ მოხვედრილი.
წინასწარ გაფრთხილებთ, ვისაც რამის კონკრეტულად გაგება უნდა - სხვაგან მოხვდით.
პრობლემა - პრობლემაზე, გაურკვევლობა გაურკვევლობაზე ლაგდება. შემოქმედებითი პორტები დახურული მაქვს, არადა შიგნით ერთი ამბავია ატეხილი.
ვიცვლები.
დავიკარგე საკუთარი თავის ძიებაში.
რამე უაზრო, ყოველგვარ მიზანსა და მიზეზს მოკლებული ქმედების სურვილი მაქვს. უბრალოდ, შოკისმომგვრელის.
ისეთის, მე თვითონაც რომ ვერ მივხვდე, თუ რატომ გავაკეთე.
რაღაც უნდა შეიცვალოს, კარდინალურად.
სიზმრის ქარბუქში მინდა დგომა, გარშემო მხოლოდ მუქი ლურჯი სივრცე რომაა, ღრუბლებითა და ძლიერი, შავი ქარით.
არ ვიცი რატომ, მაგრამ თავში მუდმივად რამდენიმე კადრი მიტრიალებს.
დგას კაცი ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, გარშემო ელვა, ღრუბლის კონტურები და გაურკვეველი შტრიხები დაფრინავენ.
კაცს თმები უფრიალებს, მაგრად დაბჯენილი ფეხებითა და შეკრული მუშტებით ელის ბნელ ქარბორბალას.
სიჩუმეა, ყველაფერი უაზროა, როგორც სიზმარში. ყველაფერი იცვლება, თუმცა ხმას არაფერი გამოსცემს.
კაცის პირისპირაა უკვე ქარიშხალი და მას არჩევანი ეძლევა:
fight of flight.
და აქ ყველაფერი მთავრდება, უაზროდ, რა თქმა უნდა.
ამ რამდენიმე კადრს ვეტრფი, მაგრამ არც კი მესიზმრება. უბრალოდ მინდა რომ ეს მოხდეს, არ ვიცი რატომ.
არ მჩვევია მე ესეთი რაღაცები, არც კი ვიცი როგორ შეიძლება წარმომიდგეს მაგის მოხდენა. ან რა მინდა საერთოდ ამ კადრებისგან?
არ ვიცი. გავგიჟდი?
და ისე, ჩემი ბლოგის შესახებ მინდა ვთქვა რაღაც.
პატარა ბავშვის დღიურს ჰგავს, მარტო მაშინ ახსენდება, როცა ცუდადაა.
და რაც მთავარია, მხოლოდ თვითონ კითხულობს.
7 Comments:
სუიგეცუ უოზ ჰიარ
გნახავ ხვალ და ჩაგიკრავ..კიარადა კარგია ქოფირაიტი რომ მიუთითე..კიარადა მარტო სენ არ კითხულობ....და ვაბშე, ემოც მიყვარხარ..
სხვიტს ემოობისა რა ეტყობა, აქტიური ადამიანი ჩანს და როგორც ეტყობა ბევრ ვინმეს სჭირდება. ნუ, ერთ-ერთი მეც ვარ. შემოვდივარ და გულიანად ვიღიმები ან ვიცინი ხოლმე. :)
ასე თუ გააგრძელებ ერთი მკითხველი მოაკლდება შენს ბლოგს. პ.ს. პოსტი არაფერ შუაშია
ასე თუ გააგრძელებ ერთი ერთგული მკითხველი მოაკლდება შენს ბლოგს... პ.ს. პოსტი არაფერ შუაშია
აბა რა არი?
მეც ვკითხულობ ხოლმე ბოზიშვილივიყო :D
Post a Comment