Mar 13, 2009

Sxviting Roommates - პირველი სეზონი, ბოლო სერია.

სანამ კომენტარებს არ დაწერთ, იქამდე ბოზი ვიყო ახალი პოსტი თუ დავდო. ამისთვის ვდგავართ საათობით წვიმაში და უბედურობაში ამხელა კაცები? კაია - დაწერეთ, ყლეობაა- დაწერეთ.


ყურადღება, ლეგენდარული სერიალის პირველი სეზონი დასასრულს მიუახლოვდა!

წარმოგიდგენთ Sxviting Roommates - ის პირველი სეზონის ბოლო სერიას, რომელშიც ირკვევა თუ როგორი ადამიანია რეალურად ოთარა, და როგორია თარო. რატომ ამაყობდა, უკვირდა და მოსწონდა როდესაც თარო რაღაცას აკეთებდა ოთარას? ამ სერიაში თქვენ ნახავთ მის რეაქციას, როდესაც ყველაფერი ისე არაა, როგორც მას უნდა საკუთარი რუმმეითისგან.

რას შვება ოთარა, როდესაც თარო ბეზძელნიკობს? რა უნდოდა თაროს? რას ფიქრობს ოთარა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე? რაზე უკრავს კროკოდილი გენა?

ეს ყველაფერი, პირველი სეზონის ბოლო სერიაში:

Mar 6, 2009

Otara's Nightmare.

სანამ კომენტარს არ დატოვებთ ბოიშვილივიყო თუ ახალი პოსტი დავდო.

მადლობა ყურადღებისთვის :))


სხვაიტინგ პიქჩარზ პრიდსტავლაეტ...
სავმესნაია რაბოტა ს ტოილეტფეიფა პიქჩარზ...
ოტარას ნაიტმეა

პ.ს. ეს სერია არაა, ცალკეა ცალკე.



ისე მაინტერესებს, როგორ ჯობია. სხვაიტინგ რუმმეიტზის შემდეგ სეზონში სხვა ფორმატში გაგრძელდეს თუ ისევ ” ხო - ვაა ” ?

Mar 4, 2009

სად ვკვდებით aka კლიპმეიკერების მორიგი მარაზმი

მეგობარმა გამომიგზავნა ამ კლიპის ლინკი, ქართველი ვინმე შოთიკო ბოჭორიშვილის - ხელები ცისკენ. კლიპი სტატიის ბოლოს. აუცილებლად წაიკითხეთ ბევრი ვიწვალე!!!

გენიალური კლიპია, ჯერ დასაწყისია ისეთი, ჯერარდ ვეიმ რო ნახოს, მთელი მაი ქემიქალ რომანსი თავს მოიკლავს და საფლავში გადატრიალდება.
ეს ბიჭი დევს რაღაც პროსტინაზე, დასაფლავებაა (პროსტინაში უნდა გაახვიონ ალბათ) და გოგოები ვარდებით ხელში დგანან. ამ დროს შოთიკო თავს მოაბრუნებს და მთელი გოგოები გამორბიან იმერულ ესკიზების მაგვარად მიიცვალებული აღსდგა მიიცვალებული აღსდგაო დაფეთდებიან. მთლად ქემიქალ რომანსური არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ გოგო უნდა იწვეს იმ კუბოში კიარადა, მაპატიეთ, პროსტინაში. სავარაუდოდ გოგო ვერ დაითანხმეს და შოთიკომაც, თავი კუბოში სადებად არც მე მინდა და მოდი პროსტინაზე დავწვებიო.

My chemical romance და იმერულ ესკიზებს ვინ გაკმარებთ, ჯერ ყველაფერი წინაა. ვიდეოკლიპი შემდეგნაირად ვითარდება - შოთიკო სახეზე კაპიტალური რემონტით და ექსტრავაგანტული თმებით გვევლინება ცხრასართულიანი შენობის სახურავზე, შუქის გიტარასთან ერთად, რაც რათქმაუნდა სიმბოლურია და შოთიკოს როკიზმისკენ მიდრეკილებას ააშკარავებს.

ლირიკაც არ ჩამოუვარდება კლიპს ორიგინალურობაში:

”ხელები ცისკენ
ვიმღეროთ ისევ
აქ ყველა გვისმენს
სიცოცხლეს იწყებს

სამყარო სივრცეს
ქვეყანას მისცემს
და ამ სივრცეში
მე ვერავინ მიგებს

ამ ემო ნოტაზე დავპაუზდეთ, რადგან სახურავიდან უკვე სიტუაცია ერთობ აღსანიშნავს სცენაზე გადადის - შოთიკო შეჩქვიფებული სახით კუსტბაზე არბის. უი, უკაცრავად სახურავი არსად წასულა, დაბრუნდა თან შოთიკოსთან ერთად იქ მისი მეგობარი სუპერ გიტარისტი ბიჭია, პირობითად არჩილი დავარქვათ.

არჩილი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, თან ეს აკორდი უყვარს ძალიან -
უეჭველად ძალიან უყვარს, თან ისე უყვარს რომ სოლოს დროსაც ეგ აკორდი უჭირავს, ნუთუ დაფასება არ უნდა? ასეთ ვირტუოზულ სოლოს უკრავს, წარმოიდგენ რომ თითები დამტვრევაზე აქვს მაგრამ ნურას უკაცრავად, მას მედგრად უჭირავს მისი საყვარელი აკორდი, რომელიც როგორც სპეციალისტები ამბობენ, Dm#7-ის ევოლუციური შთამომავალი უნდა იყოს.

არჩილი ისეთი ძლიერი გიტარისტია, რომ მისთვის ეგრედ წოდებული ”რემენი” საჭიროებას არ წარმოადგენს. მას შეუძლია ერთდროულად დაუკრას გიტარაზე თავისი Dm#7 აკორდი ოთარ რამიშვილისებრი რიტმით, და თან მაჯით გიტარა დაიჭიროს. ერთი შეხედვით ზემოაღნიშნული აკორდი გვაგონებს ”რემენის” არ ქონის დროს გამოწვეული დისკომფორტის ძლევას - თითქოს არჩილს ორივე ხელით უჭირავს გიტარაო, მაგრამ არჩილისგან ეს არარეალურია.

ლირიკის გაგრძელება:
ხელები ცისკენ, სულები ღვთისკენ

ახლა უკვე მოქმედება შიგ კუს ტბაში გადადის, შოთიკო და არჩილი დგანან შიგ კუს ტბაში, ნუ შოთიკო თუარა, არჩილი მაინც. თან არჩილს ეტყობა ძვირადღირებული ჯინსები აცვია, აკაპიწებული აქვს მუხლებამდე.

აქ უკვე სოლო მოდის, Dm#7maj სოლო, აქ თან ოპერატორი ვირტუოზულ თითებს ახლოდან გვანახებს, რომელიც მედგრად იღებენ არჩილის საყვარელ აკორდს. ძალიან მიყვარს ეს მომენტი.

სოლოს დასასრული ისე ვითარდება, თითქოს არჩილი სახურავიდან ისვრის გიტარას, მაგრამ სადაა მაგდენი გიტარები, დასაწყისი გვაჩვენეს და უშუალოდ ხელის გაშვების პროცესი უნდა წარმოვიდგინოთ. კრიზისია მსოფლიოში!

ნუ შემდეგ უკვე სახურავი სიბნელეში, შოთიკოს სირბილი, და დასასრული კარგად ვერ გავიგე, შოთიკოს გაიტანს მანქანა, რომელშიც ზის შოთიკო და შოთიკოს ეღვიძება... დაახლოებით ასეა...

ახლა კი თვითონ კლიპი:

Mar 2, 2009

Sxviting Roommates მეორე სერია.

ესეც შეპირებული მეორე სერია


Sxviting Roommates from secrets on Vimeo.

Mar 1, 2009

Sxviting Roommates SE01EP03

ხო რა ხდება იცით, მეორე სერია ატრაკებს ცოტა არ იყოს, ხმა არ ადევს ნორმალური და სხვაგან უნდა ავტვირთოთ, ვიმეოზე ან სადმე. ხოდა იქამდე ჰათ თქვენ მესამე ეპიზოდი და უყურეთ :P